გიორგი ბოტკოველი - მკოიანზე ხორციელდებოდა ზეწოლა, ტერორი, შანტაჟი, რომ დაეტოვებინა "ნაციონალური მოძრაობა"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბოტკოველი ახალქალაქში პარტიის წევრის არტურ მკოიანის სახლის ჩხრეკასა და მის დაკავებას გამოეხმაურა. 

მისივე თქმით, მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, "რისი მთავარი შემოქმედიც ახალქალაქის პოლიციის უფროსი შალვა ლომსაძეა და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ლომსაძის მხრიდან მსგავსი ფაქტები მიმდინარეობს".

"არტურ მკოიანზე ხორციელდებოდა სხვადასხვაგვარი ზეწოლა, ტერორი, შანტაჟი, რათა მას დაეტოვებინა "ნაციონალური მოძრაობა". ეს არის კიდევ ერთი ერთგვარი გამოხატულება "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხრიდან, რომ მთავარი სტრუქტურა, რომელიც უნდა ზრუნავდეს ამ ქვეყანაში ადამიანების დაცვაზე, დაკავებულია ადამიანების და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ტერორით", - განახცადა ბოტკოველმა. 

ბოტკოველი შსს-სა და ხელისუფლებას მიმართავს, რომ პარტია დაიცავს თითოეული იმ ადამიანის ინტერესებს, ვისაც ისინი პოლიტიკურად დევნიან. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები