თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით რვა ადმინისტრაციულ ერთეულში სავარჯიშო მოედნების მოწყობა დასრულებულია

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიაშვილის ინიციატივით ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, რვა ადმინისტრაციულ ერთეულში სავარჯიშო მოედნების მოწყობა დასრულებულია.

თერჯოლის მერმა ლაშა გოგიაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ბარათაშვილთან ერთად  დასრულებული პროექტები ადგილზე დაათვალიერა და ახალგაზრებს გაესაუბრა.

"მიმდინარე წელს, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სპორტული ტრენაჟორების მოწყობა მოსახლეობის თხოვნით დავგეგმეთ. ვფიქრობ, მსგავსი პროექტები  მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ამ მიმართულებით ახალგაზრდების მასობრივ ჩართულობას. სავარჯიშო მოედნების მოწყობა მომავალ წელს,  სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც დაიწყება და აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

სპორტული ინფრასტრუქტურის ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მინი სტადიონის მშენებლობა  სოფელ ქვედა ალისუბანსა და  ახალთერჯოლაში მიმდინარეობს, ხოლოუახლოეს დღეებში სოფელ კვახჭირში დაიწყება.

უახლესი ამბები