დავით სერგეენკო - იმდენად წარმოუდგენელია ის, რაც ხდება, ეს დიდხანს არ გაგრძელდება

აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, ოკუპაცია დროებითია და ვერანაირი ინტეგრაცია, რუსეთ-ბელარუსის კავშირთან ვერ იქნება შესაბამისობაში ვერც ერთ საერთაშორისო წესთან და კანონთან, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

"ასე "ფუთავენ“, ასე ხდება და ამას აჩვენებს ისიც, რომ თითქმის 270-ზე მეტი ქვეყნიდან სულ სამს აქვს აღიარებული აფხაზეთის "დამოუკიდებლობა". ჩემი ღრმა რწმენით, იმდენად წარმოუდგენელია ის, რაც ხდება, ეს დიდხანს არ გაგრძელდება. მჯერა, ისევ ერთ ენაზე დავიწყებთ საუბარს, ერთიან პოლიტიკურ ხედვას ვგულისხმობ და ისევ ერთად ვიქნებით“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ სოხუმი მზად არის რუსეთისა და ბელარუსის სახელმწიფოების კავშირში გასაწევრიანებლად.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთის "დამოუკიდებლობის აღიარებიდან" დღეს 14 წელი გავიდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები