გიორგი ვოლსკი - ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია თავად კომისიის მიერაა გადასახედი

ვფიქრობ, ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია თავად კომისიის მიერაა გადასახედი, კომისია იძლევა შენიშვნას. ამ დროს შინაარსში არავინ ცდილობს, შევიდეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

"ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ცოტა უცნაური ფორმითაა Twitter-ზე გამოქვეყნებული და დანართში მითითებული აქვს აბსოლუტურად სხვა, სასამართლოს შესახებ კანონი, რომელზეც ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისში გვქონდა საუბარი და რაზედაც პრინციპული შენიშვნები არ ჰქონია. ერთი ჰქონდა, რომელიც მის მიერვე მოცემულ რეკომენდაციას ეწინააღმდეგებოდა.

ეს კანონი ჯერ კიდევ მარტიდან არის დამუშავების პროცესში და უკვე 7 ივნისს მესამე მოსმენით წარმოდგენილი. დაჩქარებულის არაფერი ეტყობა, მით უმეტეს, რომ სამართლებრივი შენიშვნები არც ჩვენს ოპონენტებს, არც საექსპერტო ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის არც პრეზიდენტს არ ჰქონია, რომელმაც ვეტო დაადო ამ კანონპროექტს.

ვფიქრობ, ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია თავად კომისიის მიერაა გადასახედი და საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციაა მისაწოდებელი, ვინაიდან ჩვენ კონცენტრაციას ვაკეთებთ ფაქტზე, რომ ვენეციის კომისია იძლევა შენიშვნას. ამ დროს შინაარსში არავინ ცდილობს, შევიდეს. ვფიქრობთ, ვეტოს დავძლევთ და კანონპროექტი მიღებული იქნება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ვენეციის კომისიამ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მოსაზრება გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ პროექტი ნაჩქარევად მიიღეს და დამატებით დამუშავება სჭირდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები