გივი მიქანაძე - არანაირი დაჩქარებული პროცედურა არ ყოფილა

"პროცედურა ყოველგვარი დაჩქარების გარეშე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების შესაბამისად წარიმართა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ "იმედის" ეთერში მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის მოსაზრების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, მუშაობის პროცესში, აშშ-ისა და ევროკავშირის შესაბამის ექსპერტებთანაც იყო კომუნიკაცია.

"არანაირი დაჩქარებული პროცედურა არ ყოფილა. ეს კანონპროექტი აპრილის პირველ რიცხვებში დაინიცირდა და ინიცირება არგუმენტაციის გარეშე არ მომხდარა - საჭიროებების გარდა, შესწავლილი იყო ევროპული პრაქტიკა, განსაკუთრებით - ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკა, რომელთან თანხვედრაშიც იყო მოყვანილი ყველა ის ნორმატიული აქტის პროექტი, რომელიც პარლამენტს წარედგინა შესაბამისი განხილვისთვის. მინდა გითხრათ, რომ ეს პროცედურა ყოველგვარი დაჩქარების წესის გარეშე წარიმართა. ჩვენ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების - აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან, მაისის დასაწყისში, მივიღეთ თხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ვიდრე ეს პროექტი მეორე მოსმენაზე გავიდოდა, მომხდარიყო აშშ-ისა და ევროკავშირის ექსპერტებთან ამ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა. შედგა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის კომუნიკაცია შესაბამის ექსპერტებთან, რომლებმაც ზოგადი ხასიათის პოზიციები ჩამოაყალიბეს, მაგრამ კონკრეტული არგუმენტაცია არ გამოუხატავთ. შესაბამისად, ეს პროცედურა წარიმართა ყოველგვარი დაჩქარების გარეშე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების შესაბამისად წარიმართა“, - აცხადებს გივი მიქანაძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები