ჭიათურის მერმა 1924 წლის აჯანყებაში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა  გივი მოდებაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან ალექსანდრე ციცქიშვილთან, მერის მოადგილეებთან  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, 1924 წელს ჭიათურის აჯანყებაში დაღუპული გმირების  ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

1924 წელს საბჭოთა საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყება უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა.

შედგენილი გეგმის მიხედვით აჯანყება ყველა ქალაქსა და მაზრაში ერთდროულად 29 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო. ჭიათურაში აჯანყება ერთი დღით ადრე, 28 აგვისტოს დაიწყო. ამბოხებულებმა შეძლეს ჭიათურისა და ზოგიერთი ქალაქის აღება. ჭიათურაში ემიგრირებული მთავრობის იურისდიქციის აღდგენა გამოცხადდა.  საბჭოთა მთავრობამ აჯანყება სისხლში ჩაახშო. ჭიათურიდან სატვირთო მატარებლის ვაგონებით წამოყვანილი ტყვეები შორაპნის სადგურზე დახვრიტეს.

მსგავსი სიახლეები