არესტოვიჩი - რუსეთისთვის კატასტროფა დაიწყო

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, 29 აგვისტოს რუსული არმიისა და რუსული საზოგადოებისთვის კატასტროფა დაიწყო.

მისი თქმით, უკრაინის სამხედრო სტრატეგიაში გათვალისწინებულია ფსიქოლოგიური მორალური ზემოქმედება ოკუპანტებზე.

"ჯარისკაცები გაიგებენ, რომ დახმარება არ მოვა, რადგან გადასასვლელი განადგურებულია. ისინი გაიგებენ, რომ ვერ შეძლებენ უკან დახევას, რადგან გადასასვლელი განადგურებულია. და ყოველდღე, ყოველ საათში, ჩვენ გავზრდით მათი უიმედობის გრძნობას. ეს არის გეგმის ნაწილი“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩი დარწმუნებულია, რომ ასეთ პირობებში რუს ჯარისკაცს გაუჩნდებათ კითხვა, რას აკეთებენ ამ ომში, მაგრამ პასუხს ვერ იპოვიან.

მისივე თქმით, რუსებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მძიმე მარცხს განიცდიან.

"ეს იქნება კატასტროფა რუსი სამხედროებისთვის და მათი საზოგადოებისთვის, რომელიც დაიწყო და აქტიურ ფაზაში გადავიდა 29 აგვისტოს. ახლა ჩვენ მივიღეთ გარდატეხა. ეს გრძელი გზაა სიკვდილამდე. სამოქალაქო, მორალური, ფსიქოლოგიური. ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ, არაფერი გაწუხებს? თქვენი დასასრული იწყება", - განაცხადა არესტოვიჩმა.

არსებული ინფორმაციით, 29 აგვისტოს უკრაინელი სამხედროები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, მთავარი მიზანი ხერსონია.

მსგავსი სიახლეები