კულება - 24 თებერვლის პოზიციებზე დაბრუნება უკრაინის წამების გაგრძელებაა

ომში უკრაინის გამარჯვება იქნება ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა და არა 24 თებერვლამდე პოზიციებზე დაბრუნება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

"24 თებერვლის პოზიციებზე დაბრუნება – ეს არის იმ წამების გაგრძელება, რაშიც უკრაინა 2014-დან 2022 წლამდე ცხოვრობდა. უკრაინის გამარჯვება ამ ომში იქნება ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა, სადაც საჭიროა – სამხედრო გზით, სადაც საჭიროა – დიპლომატიური გზით. შემდეგ დადგება ომის მეორე ფაზა – ეს იქნება დამნაშავეების დასჯა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის“, – განაცხადა კულებამ.

კულებას თქმით, ამის შემდეგ დადგება ომის მესამე ფაზა – რუსული პოლიტიკური ელიტისა და რუსი ერის მონანიება.

"ისევ მჯერა, რომ დადგება დღე, როცა რუსეთის რომელიმე ლიდერი, ვინც უნდა იყოს ის, ჩამოვა უკრაინაში, რუსული აგრესიის მსხვერპლთა მემორიალთან მუხლებზე დადგება, ძალიან დიდი ხანი იდგება მუხლებზე და ბოდიშს მოიხდის ამ ბოროტებისთვის – ეს უკვე უკრაინის საბოლოო გამარჯვება იქნება“, – აცხადებს კულება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები