ბინის მიტაცება, მუქარა, ფსიქოლოგიური ძალადობა - რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეები თბილისში, ერთ-ერთი მოქალაქის ბინიდან აღარ გადიან

ვითარება, რომელზეც ქვევით ვრცლად გიამბობთ, მეტად საგანგაშო და საფრთხის შემცველია, რადგანაც არც ჩემი და არც ჩემი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და სიცოცხლე მოცემული მომენტისთვის არ არის დაცული, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქე ნათია კვარაცხელია წერს.

მისი თქმით, ოჯახის კუთვნილ ბინაში, რამდენიმე თვის წინ ქირით რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეები შევიდნენ, რომლებმაც ცრუ ჩვენების საფუძველზე რეგისტრაცია მოახერხეს, შემდეგ არ გადაიხადეს კომუნალურები ახლა კი იმუქრებიან, რომ ბინიდან არ გავლენ.

"თქვენის ნებართვით, ფაქტებს ქრონოლოგიურად მივყვები და აღმოაჩენთ, თუ სადამდე შეიძლება სიტუაცია გართულდეს პოლიციის მხრიდან გულგრგილი და არაკომპეტენტური დამოკიდებულების გამო. 

ამა წლის 2022 წლის 11 მაისს მამაჩემის კუთვნილ ბინაში საცხოვრებლად შევიდა ორი პირი, ბელორუსის მოქალაქე ვ. რ. და რუსეთის მოქალაქე ა. კ. ჩვენ გვქონდა პოლიტიკა, რომ რუსები საერთოდ არ უნდა შეგვეშვა ბინაში, მაგრამ მაკლერმა დაგვარწმუნა, რომ საქმე გვქონდა ორ წესიერ და გულისხმიერ ახალგაზრდასთან. ამას მოჰყვა ამ ახალგაზრდების მხრიდან დამაჯერებელი ნარატივის შექმნა, რომ ისინი რეჟიმს გაურბოდნენ და რადგანაც საკუთარი თავის რეალიზაციას ვერ ახერხებდნენ დიქტატორული რეჟიმის პირობებში, ძალიან უნდოდათ თავი დაემკვიდრებინათ საქართველოში. ყველაფერი ძალიან დამაჯერებელი ჩანდა, თუ გავითვალისწინებთ, რომ გვილოცავდნენ დამოუკიდებლობის დღეს, დადიოდნენ ევროპისადმი მიძღვნილ საყოველთაოდ ცნობილ მიტინგებზე, დიდი „მონდომებით“ ქომაგობდნენ საქართველოს და ქართველებს მოკლედ, ყველანაირად ცდილობდნენ ჩვენი გულის მოგებას. ასეც მოხდა. ერთ-ერთი მათგანი ასაკით შედარებით პატარაა და შეიძლება ითქვას მამიდაჩემმა ლამის შვილად მიიღო. გავუხსენით სახლის კარები და გავაფორმეთ 1 წლიანი ხელშეკრულება. რადგანაც მათი შეთხზული ლეგენდა დავიჯერეთ, 850 დოლარად შეფასებული ბინა მივეცით 750 დოლარად, ხოლო კორპუსის ყოველთვიური გადასახადი 107 ლარის ოდენობით საერთოდ არ გადავახდევინეთ, რადგანაც გვინდოდა „დევნილი“ და „რეჟიმს გამოქცეული“ ორი ახალგაზრდა ადამიანისთვის მაქსიმალურად კომფორტული პირობები შეგვექმნა. პირველ თვეს კომუნალურებიც დროულად გადაიხადეს და პრობლემა არ შეუქმნიათ. ისე იქცეოდნენ, როგორც საქართველოს დიდი ქომაგები. ჩვენც მახეში გავებით და მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტით უფლება გვქონდა ბინა ყოველთვიურად შეგვემოწმებინა, 3 თვის მანძილზე მხოლოდ ერთხელ შევამოწმეთ, რადგანაც ბოლომდე ვენდობოდით. პირველი ეჭვი მაშინ გაგვიჩნდა, როდესაც გადახდა კრიპტოვალუტით შემოგვთავაზეს. მეორე იმედგაცრუება აღმოჩნდა ის, რომ ერთ-ერთი აღმოჩნდა მწეველი, არადა, მაკლერმა ისინი წარმოგვიდგინა არამწეველებად. ამას დაემატა ის, რომ 19 ივნისის გამთენიისას თავიანთი დაუდევრობით კინაღამ ჩემი სიცოცხლე შეიწირეს და ამის შესახებ ფეისბუქ პოსტიც მქონდა დადებული. ეს ის გარემოებაა, რომელზეც აუცილებლად გავამახვილებ ყურადღებას სასამართლოზე, მანამდე კი გავაგრძელებ ამბის თხრობას. 

დაახლოებით 2 თვის თავზე, რუსეთის მოქალაქემ, რომელიც უკიდურესი თავაზიანობით ყოველთვის გამოირჩეოდა, Whatsapp-ზე გამომიგზავნა სრულიად მოულოდნელი შეტყობინება, კერძოდ, მთხოვდა რომ მის ბელორუსელ მეგობარს დავხმარებოდი ბინადრობის ნებართვის მოპოვებაში. დელიკატურად ავუხსენი, რომ მე არ ვიყავი ბინის მესაკუთრე და რომ მამაჩემის ნაცვლად ხელის არაფერს მოვუწერდი, რადგანაც ეს იქნებოდა დოკუმენტის გაყალბება. შემდეგ, ეს საუბარი გადავუგზავნე მაკლერს და ვკითხე, რატომ მთხოვდნენ ამას, როდესაც კონტრაქტში მსგავსი რამ არ გვეწერა და მეტიც, ჩვენ ამას არასოდეს დავთანხმდებოდით. მაკლერაც დამიდასტურა, რომ მსგავსი რამეებისგან თავი შემეკავებინა. გავიდა რამდენიმე კვირა და რუსეთის მოქალაქე ისევ მწერს, რომ მისმა მეგობარმა როგორღაც მოახერხა ბინადრობის უფლების მოპოვება (როგორც თვითონ ამბობენ იმ ქართული კომპანიის დახამრებით, რომელშიც მუშაობენ) და ახლა უნდოდა ხელი მომეწერა მესაკუთრის თანხმობაზე, რომ ბელორუსის მოქალაქე ჩაწერილიყო მესაკუთრის თანხმობით ჩვენს ბინაში. ჩემდა გასაოცრად, დააყოლა, რომ თანხის დაზოგვა უნდოდათ (როგორც სჩანს სხვები ფულს ითხოვდნენ ამაში) და უნდა დავხმარებოდი. ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა უკვე მეორედ მთხოვდნენ ხელმოწერის გაყალბებას. მაშინ, უკვე ღიად დავიწყე საკუთარი უმაყოფილების დაფიქსირება და შევახსენე, რომ ჩვენ მათ საკმარისზე მეტი სიკეთე გავუკეთეთ, როდესაც სახლის კარები გავუღეთ, როდესაც ბინა კაპიტალური რემონტით და თბილსის საუკეთესო ხედით მივეცით 100 დოლარიანი ფასდაკლებით და მეტიც, არ ვახდევინებდით ყოველთვიურ კორპუსის მომსახურების გადასახადს. მიხვდა, რომ ზედმეტები მოუვიდა და დაიწყო ჩვეულ სტილში დრამის გათამაშება, რომ მათ უბრალოდ უნდოდათ საკუთარი თავის რეალიზება შედარებით უსაფრთხო და მშვიდ გარემოში. ამის შემდეგ მას ჩემთვის არ მოუმართავს. ჯამში, სამჯერ მიიღო ჩემგან უარი რეგისტრაციის შესახებ. 

ივლისის შუა რიცხვებში მიკავშირდება თავად ბელორუსის მოქალაქე და ძალიან ზრდილობიანად და თავაზიანად მწერს, რომ ჩვენს კონტრაქტში, რომელიც მაკლერმა შეავსო მამაჩემის პირადობის ნაცვლად მითითებული იყო ჩემი პირადობა და მითხრა, რომ კონტრაქტში ხარვეზის კორექტირებისთვის სჭირდებოდა მამას პირადი ნომერი. ძალიან გამიკვირდა და ვთხოვე, კონტრაქტის სქრინი გადმოეგზავნა. იქ მართლაც ჩემი ნომერი იყო მითითებული, ამიტომ ვუთხარი, რადგანაც მსგავსი ხარვეზია გაპარული ეს კონტრაქტი ან ბათილად ითვლება ან როგორც კი ჩამოვალთ, მოგვიწევს კონტრაქტის განახლება და ვთხოვე, არაფერი მოემოქმედებინათ ჩემს ჩამოსვლამდე. ყველაფერზე დამთანხმდა, მაგრამ მამის პირადობა მოტყუებით გამომძალა (ვითომ კონტრაქტში ჩასაწერად). თურმე, მისი პირადი ნომერი სჭირდებოდა არა კონტრაქტში ჩასაწერად, არამედ იმისათვის, რომ საჯარო რეესტრიდან ამოეგდო ბინის საკადასტრო კოდი. ასე და ამგვარად, მესაკუთრის ნებართვის გარეშე, ჩვენი კატეგორიული წინააღმდეგობისდა მიუხედავად, მან მოახერხა ჩვენგან მალულად ჩვენს ბინაში რეგისტრაცია ორი მოწმის მიყვანით და მისივე მტკიცებით, ორივე მოწმე ქართველია. აქ საინტერესო ერთი გარემოებაა, ის ჩვენს ბინაში ჩაეწერა კანონდარღვევით, კერძოდ, დაირღვა შემდეგი კანონი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ , მუხლი მე-11,პირველი პუნქტის ბ.გ ქვეპუნქტი, რომელიც მას ავალდებულებდა საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაციას 3 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ. ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია იუსტიციის სახლიდან და აღმოვაჩინეთ, რომ 11 აგვისტოს ნაცვლად, მან ორი მოწმის ცრუ ჩვენების საფუძველზე რეგისტრაცია მოახერხა 2022 წლის 25 ივლისს (3 თვე გადიოდა 11 აგვისტოს). 

როგორც კი თბილისში ჩამოვედით, 9 აგვისტოს, მამიდაჩემმა გამოთქვა უკმაყოფილება და ჰკითხა, რატომ ჩაიდინა უკანონობა და რატომ ჩაიწერა თავი ბინაში, რომლის მესაკუთრეც მისი რეგისტრაციის წინააღმდეგი იყო, რაზეც აგდებულად გვიპასუხა, რომ მას უკვე ჰქონდა მესაკუთრის ნებართვა, არადა, მამაჩემს არათუ თვალით არ ჰყავდა ეს პირი ნანახი, არამედ ტელეფონზეც კი არ უსაბრია მასთან არასოდეს. მისი თავხედობით გაოცებულმა, მამიდამ მათ მისცა 2 კვირიანი ვადა და შესთავაზა 2 კვირა უფასო ცხოვრება მხოლოდ კომუნალურების გადახდის პირობებით. ბოლოს, ისე გათავხედდნენ, რომ კარსაც არავინ გვიღებდა და მიუხედავად ათასგზის გაფრთხილებისა, რომ ბინაში შინაური ცხოველები არ შეეყვანათ, მოიყვანეს ძაღლი და როცა უკანასკნელად სიტუაციის ესკალაციის გარეშე ვცადეთ მათთან გასაუბრება, კართან ძაღლი გვიყეფდა, ისინი კი კარს არ აღებდნენ ამის შემდეგ, იძულებული გავხდით, პატრული გამოგვეძახებინა. უნდა ითქვას, რომ ეს იყო ჩემთვის პირველი გამოცდილება, როდესაც ურთიერთობა მომიწია პოლიციასთან, კერძოდ პატრულთან და ეს იყო პოზიტიური გამოცდილება. პატრულმა გამოიძახა უბნის ინსპექტორი და მათაც ეგონათ, რომ ბინაში გამოკეტილ პირებს იმავე საღამოს დააცლევინებდნენ ბინას. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და მეორე დღეს დაგვიბარეს განყოფილებაში. 

განყოფილებაში მამიდაჩემი რა ჩვენებასაც აძლევდა და ითხოვა ოქმში შეტანას, პოლიციელი ეწინააღმდეგებოდა და მხოლოდ იმას წერდა, რასაც თვითონ თვლიდა საჭიროდ და არცერთი სიტყვა არ ჩაწერილა უკანონო რეგისტრაციის შესახებ. რამდენიმე დღეში პირმა ვინც ჩვენი განცხადება ჩაიბარა პოლიციაში გამოგვიცხადა, რომ საქმე დაიხურა, რომ მან ვერავითარი კანონდარღვევა ვერ აღმოაჩინა და რომ ხელწერილში ბელორუსელმა მოქალაქემ წასვლის თარიღად დაასახელა 12 სექტემბერი იმ მოტივით, თითქოს მას გადახდილი ჰქონდა 12 სექტემბრამდე. სინამდვილეში, მან მეთორმეტე თვის გადაუხადა იმ მაკლერს, რომელმაც ჩვენს ბინაში მოიყვანა. ამიტომ, მეთორმეტე თვის ნაცვლად ითხოვდა ფაქტიურად მეოთხე თვის უფასოდ ცხოვრებას. ჩვენ კი ეს მოთხოვნა ნაწილობრივ დავაკმაყოფილეთ სიტუაციის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. 

პოლიციის უმოქმედობით გათამამებულებმა, საერთოდ არ გადაიხადეს ივლისის თვის კომუნალურები და აგვისტოს ბოლოს მათ დავალიანების გამო გაეთიშათ ჯერ ინტერნეტი, შემდეგ ელ. ენერგია, შემდეგ გაზი. ვერ იტვყიან, რომ არ ჰქონდათ აბონენტის ნომერი ან არ იცოდნენ როდის იყო გადახდის დედლაინი, რადგანაც ყველა სტუმარს ჩვენ ვახვედრებთ ფაილს, რომელზეც ინფორმაციაა მითითებული, თუ რა გადაიხადონ და როგორ (ამასთან, ერთ-ერთ ამობეჭდილ ასეთ ფაილზე ხელით, შავი მარკერით მივუწერე თარიღები). ხოლო რუსეთის მოქალაქეს პირადად მივწერე დედლაინები დამატებით Whatsapp-ზე და ამის ჩანაწერიც არსებობს და სქრინის და ვიდეო მტკიცებულების სახით ყველაფერი შენახული მაქვს. 

რადგანაც ივლისის თვის დავალიანებას დაემატა აგვისტოს თვის დავალიანება და დაემატებოდა სექტემბრის თვის დავალიანება, განცხადებით მივმართეთ კომპანიებს, რომ მომხდარიყო აბონენტის ჩაჭრა ქსელიდან. 

ორი დღე როგორღაც გაძლეს უშუქოდ, უგაზოდ და უინტერნეტოდ და ორი დღის შემდეგ დაიწყეს მუქარანარევი შეტყობინებების გზავნა. ბელორუსის მოქალაქემ მომთხოვა ელ. ენერგიის სასწრაფოდ აღდგენა და თან დააყოლა „ზედმეტი პრობლემების გარეშე ჩაგვირთეთ დენიო“. გავოცდი და ვკითხე, „მემუქრებითქო?“ რაზეც თავიდან იუარა, შემდეგ და უფრო გათავხედებულმა მომახალა, რომ არ აპირებს არსად წასვლას და რომ სასამართლოში წავა და არც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების მერე დატოვებას ბინას. მეტიც, ისიც მომახალა, რომ თვითნებურად გაიყვანს ელ. ენერგიას და იცხოვრებს ასე წლობით. როგორც სჩანს, ის არც 12 სექტემბერს აპირებდა ბინის დატოვებას და უბრალოდ დრო გაჰყავდა. პატრულმა გვითხრა, რომ კატასტროფულად გაზრდილია მსგავსი შემთხვევები. 

საქართველოში რუსებისა და ბელორუსების უკონტროლო შემოდინებამ განაპირობა ის, რომ დაუზუსტებელი ინფორმაციით, ადგილზე მოქმედებს რაღაც დაჯგუფება, რომლებიც მსგავსი ხერხით ცდილობენ საკუთრების მიტაცებას. სამწუხაროდ, ამ თაღლითი, მოძალადე და შანტაჟისტის უფლებებს იცავს ქართველი ადვოკატი, რომელმაც ისინი კარგად მოამზადა ყველა შესაძლო სცენარისთვის და თითოეული მესიჯი, რაც მან Whatsapp-ზე მომწერა, ზუსტი ასლია იმისა, რასაც ეს ადვოკატი თავის წერილში წერს. ბინის მიტაცება, მუქარა, ფსიქოლოგიური ძალადობა და ამ ყველაფერში ცუდი ისაა, რომ მამაჩემის ბინა მდებარეობს ჩვენი ბინის გვერდით - ერთი ნაბიჯის დაშორებით. წარმოიდგინეთ, რა სიტუაციაში გვიწევს ცხოვრება. ჩვენ არ ვიცით ეს პირი რას საქმიანობს, სინამდვილეში რატომ მოუწია თავისი ქვეყნიდან წამოსვლა და თუ გავითვალისწინებთ მის ქცევებს და კანონისადმი აგდებულ დამოკიდებულებას და სითავხედის განსაკუთრებულ დონეს, არ არის გამორიცხული საქმე რაღაც სხვასთან გვქონდეს. მოცემულ მომენტში, არც მე ვარ დაცული, არც ჩემი ოჯახის არცერთი წევრი და ალბათ, გახსოვთ, რა მუქარები განხორციელდა დედაენის ბარზე და ჩვენ არ ვიცით, ესენი რას მოიმოქმედებენ. ან ასეთ პირობებში საერთოდ როგორ უნდა ვიცხოვროთ? პირველივე დღეს თავი დაბნეულ, მორცხვ nerd ტიპად წარმოაჩინა, დღეს კი მისი საუბრიდან კი იკვეთება, რომ ის თავისი საქმის პროფესიონალია და ზუსტად იცის რა ქნას და აკეთოს. 

იძულებული ვარ აივანზე დავაყენო სამეთვალყურეო კამერა, რადგანაც ბოლო კვირეების მანძილზე მისი მხრიდან არაერთ საეჭვო ქმედებას ჰქონდა ადგილი. თუმცა, თავიდან ვერ ვხვდებოდით, რატომ ინტერესდებოდა ჩვენი აივნის განლაგებით, ახლა გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ შესაძლებელია სულ სხვა რამეს გეგმავდნენ (ყველას გვახსოვს, მუქარა მოლოტოვის კოქტეილებით და მჟავის შესხმით, რაც დედაენის ბარს გადახდა თავს). 

გარდა ამისა, დღეს დილითვე ისანი-სამგორის მე-11 სამმართველოში შეგვაქვს ჩვენს მიერ დაწერილი განცხადება და მოვითხოვთ, პოლიციამ სწორედ ეს განცხადება ჩაიბაროს, სადაც თანდართულია ყველა საჭირო მტკიცებულება და აღწერილია დამატებითი გარემოებები. 

მივმართავ უპირველეს ყოვლისა შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაინტერესდეს წარმოდგენილი მტკიცებულებებით და გარემოებებით და დაუყოვნებლივ დაიწყოს საქმის კომპეტენტური და კეთილსინდისიერი გამოძიება და უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების ინტერესების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა. 

მივმართავ იუსტიციის მინისტრს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ბატონ რატო ბრეგაძეს, მიიღოს შესაბამისი ზომები უკანონო რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებმივმართავ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით, რომ შეიქმნას პრეცედენტი და არასოდეს საქართველოს არცერთ მოქალაქეს აღარ მოუწივის იმის გავლა და გადატანა, რისი გადატანაც ჩვენ გვიწევს ამ მეტად მძიმე წუთებში. 

მივმართავ სახალხო დამცველს, დაინტერესდეს აღნიშნული საქმის დეტალებით და აამოქმედოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების შენარჩუნებისათვის, რადგანაც არ ვიცით, ხვალ რა სიურპრიზი გველოდება და გამუდმებულ სტრესში ცხოვრებით სერიოზული ზიანი ადგება ჩვენს ჯანმრთელობას, თუ გავითვალისწინებთ, რომ მამას ერთხელ უკვე აქვს ინფარქტი გადატანილი და დიაბეტიც აწუხებს. 

მივმართავ ქვეყანაში მოქმედ საელჩოებს, დაინტერესდნენ ამ საქმით, რომ თაღლითებს, გამომძალველებს და შანტაჟისტებს დიდი სიფრთხილით მოეკიდონ და დაფიქრდნენ, სანამ მსგავს პიროვნებებს აშშ ან ევროკავშირის ვიზას მისცემენ, რომ საფრთხე არ შეექმნათ ევროპელ კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელებს. მივმართავ კომპანია არქის უსაფრთხოების სამსახურს, არქი - Archi შემდგომი ესკალაციის და ფიზიკური ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, დროებით დამონტაჟდეს სამეთვალყურეო კამერა არქი ისნის A ბლოკის, პირველი სადარბაზოს მე-7 სართულზე და 24 საათიანი მონიტორინგის ფონზე მოხდეს დაკვირვება 81 და 83 ბინებზე. ასევე, პირი იმუქრება, რომ თვითნებურად აპირებს ელ. ენერგიის სახლში შეყვანას და დარწმუნდით, რომ რომელიმე მეზობელს ამით რაიმე სახის ზიანი არ მიადგება. 

მივმართავ საქართველოს პროკურატურას, საქართველოს პროკურატურა დაინტერესდეს აღნიშნული საქმით და წარმოდგენილი გარემოებებით. 

მივმართავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიიღოს შესაბამისი ზომები საჭიროების შემთხვევაში.

მივმართავ ხელისუფლებას, საქართველოს მთავრობა დასრულდეს უკონტროლო შემოდინება რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეების ან დაწესდეს სავიზო კონტროლი და დაიცავით თითოეული საქართველოს მოქალაქისა და გადასახადის კეთილსინდისიერ გადამხდელთა უფლებები!ალბათ, არსებობს რაღაც სტატისტიკა, სადაც მსგავსი შემთხვევებია აღნუსხული და სანამ საქართველოში ადამიანები შემოსავლის და საკუთრების გარეშე დარჩებიან, შესაბამისმა სამსახურებმა მიიღეთ შესაბამისი ზომები. 

პატივისცემით, ნათია კვარაცხელია

p.s. პროფილის ფოტო შეგნებულად შევცვალე, რადგანაც ვთვლი, რომ მემუქრება საფრთხე. ყველა სხვა მტკიცებულება წარმოდგენილი იქნება მოთხოვნის შესაბამისად", - წერს მოქალაქე. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fcyborghuman%2Fposts%2Fpfbid0GqgZEZSR3fTn1YK8CsuveoNtdwfzPJ3sW1W2p6L3NoN2gsUPHvr3KQhTUARWZ2Jel&show_text=true&width=500" width="500" height="723" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>