მაშველებმა სოფელ მისაქციელში დაკარგული მცირეწლოვანი ბიჭი იპოვეს

მაშველებმა სოფელ მისაქციელში დაკარგული მცირეწლოვანი ბიჭი იპოვეს, – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელიდან შეტყობინება შევიდა, რომ დაკარგული იყო მცირეწლოვანი ბიჭი.

ოჯახის წევრის განცხადებით, ოთხი წლის ბავშვი დაახლოებით ერთი საათის წინ საცხოვრებელი სახლიდან გავიდა და ვეღარ პოულობდნენ.

მაშველები დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდნენ და უმოკლეს პერიოდში საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 1,5 კმ-ის მოშორებით, სარწყავი არხის მიმდებარედ იპოვეს და უვნებლად დაუბრუნეს ოჯახს.

პატარა ბიჭი თავს კარგად გრძნობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები