ბადრი ჯაფარიძე - უახლოეს თვეებში ხელისუფლებაზე საზოგადოების ზეწოლა გაიზრდება

უახლოეს თვეებში ხელისუფლებაზე საზოგადოების ზეწოლა გაიზრდება, - ამის შესახებ "ლელოს“ ერთ-ერთმა  ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ  ვადამდელი არჩევნების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება მალე დაინახავს, რომ "ქართული ოცნების" პირობებში ქვეყანა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მიიღებს.

"ვადამდელ არჩევნებს ანიშვნინებს საზოგადოება, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ხდება საზოგადოების ზეწოლის შედეგად.  რა თქმა უნდა,  ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არა 2024 წლის არჩევნების შემდეგ, არამედ მანამდე.  ამის ერთადერთი გზა კი არის ხელისუფლების ცვლილება. 

საზოგადოება გაითავისებს რა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მოხდება უახლოეს თვეებში, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში,  ჩვენ არანაირი  შანსი არ გვაქვს მივიღოთ კანდიდატის სტატუსი ვფიქრობ, ეს ზეწოლა გაიზრდება. 

ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დგება ახლა, როდესაც უნდა შეაფასოს ევროკავშირმა 12 რეკომენდაციის შესრულების სტატუსი, ეს მოხდება ნოემბერში. ვფიქრობ, ამ შეფასებამ ძალიან ბევრი რამ უნდა აჩვენოს ჩვენ საზოგადოებას. და ჩვენი საზოგადოება იყო სწორედ 20 ივნისს, როდესაც ჩვენ ვნახეთ წარმოუდგენელი რაოდენობის ადამიანი გამოსული, იმისთვის, რომ ქვეყანას მიეღო კანდიდატის სტატუსი და სამწუხაროდ,  "ქართული ოცნების" მეცადინეობით, ჩვენ ეს სტატუსი ვერ მივიღეთ. 

ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებმა დაინახონ, რომ "ქართული ოცნების“ წასვლის შემდეგ სათავეში მოვა კოალიციური მთავრობა, რომელიც შეძლებს ქვეყანა გამოიყვანოს ამ ჭაობიდან, რაშიც ქართულმა ოცნებამ შეიყვანა“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები