თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

თბილისის საერთაშორისო კონფერენციის "დიდება უკრაინას“ მონაწილეები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ და უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ.

საოკუპაციო ხაზთან კონფერენციის სხვა მონაწილეებთან ერთად იმყოფებიან ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დევიდ კრამერი და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები. 

"მნიშვნელოვანია, ჩვენმა დელეგაციამ თავისი ვიზიტი აქედან დაიწყოს, როგორც შეხსენება იმისა, რასთან ერთად გიწევთ ცხოვრება ყოველდღიურად. ეს არის ასევე ჩვენი მხარდაჭერის გამოხატულება საქართველოს, მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, რომ ერთ დღეს საქართველო კვლავ გაერთიანდეს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა დევიდ კრამერმა.

საერთაშორისო კონფერენცია "დიდება უკრაინას" თბილისში 5-6 სექტემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები