ჯონ ჰერბსტი - აშშ-ს აქვს ინტერესი, რომ გამოასწოროს სიტუაცია აქ და უკრაინაში

მოსკოვის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დასავლეთს და აშშ-ს დიდი დრო დასჭირდათ იმის გასაგებად, რომ მოსკოვის აგრესია საქართველოს, მოლდოვის და ახლა უკრაინის წინააღმდეგ არის კარგად გასაგები სქემის ნაწილი, – ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ ჰერბსტმა საოკუპაციო ხაზთან განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკას დიდი ინტერესი აქვს, რომ შეცვალოს სიტუაცია საქართველოსა და უკრაინაში.

"მოხარული ვართ აქ ყოფნით, მეხუთედ თუ მეექვსედ ვიმყოფები ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ეს არის მნიშვნელოვანი, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ისე სიმბოლურად. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის მოსახლეობამ და უფრო ფართოდ დასავლეთმა გაიგოს, რა გაუკეთა მოსკოვმა საქართველოს 2008 წელს და არა მხოლოდ 2008 წელს. 

მოსკოვის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. დასავლეთს და აშშ-ს დიდი დრო დასჭირდათ იმის გასაგებად, რომ მოსკოვის აგრესია საქართველოს, მოლდოვის და ახლა უკრაინის წინააღმდეგ არის კარგად გასაგები სქემის ნაწილი. 

საქართველოში, მოლდოვასა და ახლა უკვე უკრაინაში განხორციელებული აგრესიით, რუსეთი ნატო-ს ქვეყნებს ემუქრება. ამიტომ აშშ-ს აქვს ინტერესი, რომ გამოასწოროს სიტუაცია აქ და უკრაინაში.

ჩემი მოლოდინია, რომ პუტინი წააგებს ომს უკრაინაში, უკრაინა ასევე დაიბრუნებს მოსკოვის მიერ კონტოლირებად ტერიტორიებს და ამის შემდეგ იგივე მოხდება აქ“, – განაცხადა ჰერბსტმა.

უახლესი ამბები