კურტ უოლკერი - ახლა საჭიროა, მთავრობამაც და ოპოზიციამაც ერთად იმუშაოს ეროვნული მიზნის მისაღწევად

ნომერ პირველი საკითხი, რაზეც ევროკავშირი ფოკუსირებულია თავის განცხადებებში საქართველოს შესახებ, არის პოლარიზაცია და ახლა საჭიროა, მთავრობამაც და ოპოზიციამაც ერთად იმუშაოს ეროვნული მიზნის მისაღწევად, – ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კურტ უოლკერმა საოკუპაციო ხაზთან განაცხადა.

"ეროვნული მიზანი უნდა იყოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის რაც შეიძლება მალე მიღება, ასევე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, რადგან როგორც ვხედავთ, უკრაინაში, ასევე შვედეთისა და ფინეთის შემთხვევაში, რომლებიც ნატო-ში წევრიანდებიან, არ არსებობს კეთილდღეობა ევროპაში, არ არის დემოკრატიის გარანტია, არ არის უსაფრთხოება, თუ არ ხარ ევროკავშირში ან ნატო-ში.

ეს არის ის, რაც ადამიანების კეთილდღეობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ეს არის უფრო მაღალი მიზანი მთელი ქვეყნისთვის, არა მხოლოდ მთავრობისთვის, არა მხოლოდ ოპოზიციისთვის. ეს მნიშვნელოვანია ყველასთვის. ყველამ უნდა იმუშაოს ერთი მიზნისთვის“, – განაცხადა უოლკერმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები