კურტ უოლკერი - არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ჯერ ისევ აქ არის

რუსეთის იმპერიალისტური ომები მისი მეზობლების წინააღმდეგ უკრაინიდან არ დაწყებულა, ეს მოხდა საქართველოში 2008 წელს, არ შეიძლება, დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ჯერ კიდევ აქ არის, – ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კურტ უოლკერმა საოკუპაციო ხაზთან განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია შეხსენება, რომ საქართველოში ბორდერიზაცია გრძელდება.

"ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია აქ ჩამოსვლა და ხალხისთვის შეხსენება, რომ 2008 წლის შემდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ, ბორდერიზაცია გრძელდება. ახლა მსოფლიოს ყურადღება უკრაინაზეა, თუმცა რუსეთის იმპერიალისტური ომები მისი მეზობლების წინააღმდეგ იქ არ დაწყებულა, ეს მოხდა აქ, საქართველოში 2008 წელს. მან მოახდინა მოლდოვის ნაწილის ოკუპაცია. ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ისევ აქ არის“, – განაცხადა კურტ უოლკერმა.

უახლესი ამბები