გიორგი მშვენიერაძე - საქართველოს ხელისუფლების არდასწრება საერთაშორისო კონფერენციაზე კარგი ტესტია, რა ფასეულობებისა და ღირებულებების მატარებელია

საქართველოს ხელისუფლების არდასწრება საერთაშორისო კონფერენციაზე მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა კარგი ტესტია, რა ფასეულობებისა და ღირებულებების მატარებელია ხელისუფლება,  - ამის შესახებ Front News-ს "დემოკრატიის მცველების“ დამფუძნებელმა გიორგი მშვენიერაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, საქართველოში საერთაშორისო კონფერენციის გამართვა ქვეყანაში დემოკრატიული ძალებისათვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.

"საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენცია იმართება, დასავლეთს პოლიტიკური ელიტა, ექსპერტები, ყოფილი დიპლომატები, რომლებიც დაინტერესებული არიან კავკასიისა და საქართველოს ბედით, საქართველოში არიან თავმოყრილი. ეს არის ერთგვარი მორალური მხარდაჭერაც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოსათვის იბრძვიან საქართელოში. ხელისუფლების წარმომადგენლების არმისვლა და არდასწრება ასეთ ღონისძიებაზე ლოგიკურიცაა,  რადგან საქართველოს ხელისუფლებას დღეს მთლიანად იმის საწინააღმდეგოა, რასაც დასავლური ფასეულებები წარმოადგენს. მოულოდნელობა არ ყოფილა, თუმცა კარგი ტესტი არის, რა ფასეულობებისა და ღირებულებების მატარებელია ხელისუფლება“, - განაცხადა მშვენიერაძემ.

მისივე თქმით, ამითაც ჩანს, ხელისუფლება როგორ აპირებს 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას.

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია "დიდება უკრაინას" იმართება. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები