პაატა მანჯგალაძე - მზად ვართ დავუჭიროთ მხარი ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მოემსახურება 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას

"მზად ვართ დავუჭიროთ მხარი ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მოემსახურება 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას“ - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფი“  წევრმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
 
პაატა მანჯგალაძემ  პოზიცია „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით  დააფიქსირა.
 
"ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოს, საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს პარლამენტს იმაზე დიდი ეროვნული ამოცანა, ვიდრე არის საქართველოსთვის კანდიდატის  სტატუსის მიღება და შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანება, ნამდვილად არა გვაქვს. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ პოზიციას: მზად ვართ დავუჭიროთ მხარი ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მოემსახურება 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას, მათ შორის დეპოლარიზებასთან დაკავშირებით. მაგრამ ამისთვის თქვენ უნდა შექმნათ წინაპირობები. დეპოლარიზება როგორ მოხდება იმ პირობებში, როცა „ქართულმა ოცნებამ“ მთავარ იდეოლოგიად -  სახელმწიფო იდეოლოგიად გამოაცხადა ლამის ანტიდასავლური, ანტიევროპული, ანტიამერიკული რიტორიკა, რაც თავისთავად ანტიქართულს ნიშნავს, იმიტომ, რომ სხვა გზა,  გარდა რუსული ჭაობისა არ არსებობს. სწორედ ამაში გამხელთ და ამაში გიპირისპირდებით. როგორც კი შეცვლით, ამ ნაწილში კითხვის ნიშნები მოიხსენება“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები