ბექა ლილუაშვილი - ქვეყანა შეიძლება სერიოზული დემოგრაფიული გამოწვევების წინაშე დადგეს

პარტია „საქართველოსათვის“ წევრის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ახალგაზრდობა ვეღარ ხედავს პერსპექტივას და ქვეყნიდან გარბის, რამაც შეიძლება საქართველო სერიოზული დემოგრაფიული გამოწვევების  წინაშე დააყენოს.
 
"ვხედავთ ქვეყნიდან გაქცეულ ახალგაზრდებს, რომლებიც ვერ ხედავენ პერსპექტივას და საბოლოოდ ჩვენ შეიძლება დავდგეთ სერიოზული დემოგრაფიული გამოწვევების წინაშე. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ მწვავე სოციალური ფონის ქვეყანაში, ჩვენ ვერ ვხედავთ ვერც ერთ ქმედით ნაბიჯს ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც შეეძლო შეემსუბუქებინა მდგომარეობა“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
 
მისი თქმით, ქვეყანას მდგრადი განვითარებისთვის ფუნდამენტური რეფორმები სჭირდება სხვადასხვა მიმართულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგრძელდება ქვეყნის დაცლა ახალგაზრდებისგან და ეს ქვეყანა ისევ  დადგება მწვავე ეკონომიკური გამოწვევების წინაშე.
 
"სანამ თავს მოიწონებთ რაღაცებით, მთავარია კარგად გაიაზროთ ის მოცემულობა, რომელიც გვქვს - გვაქვს ძალიან დროებითი ფაქტორები, რომლებიც მოკლევადიანად მოქმედებს ჩვენს ეკონომიკაზე. რეალურად წარმოუდგენელია ეკონომიკა იზრდებოდეს ორნიშნა ციფრით და ქვეყანას ტოვებდეს ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი სამუშაო ძალა და სხვა ქვეყანაში მუშაობით ასე ვთქვათ, არჩენდეს სახელმწიფოს.  ქვეყანას იმისთვის, რომ მდგრადად განვითარდეს, სჭირდება ფუნდამენტური რეფორმები სოციალური დაცვის სისტემის, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების, სასამართლოს მიმართულებით და, რა თქმა უნდა, თვითმმართველობების გაძლიერების კუთხით. სხვაგვარად, ეს იქნება დროებითი, არახელშესახები ზრდა, რომლის პირობებშიც ისევ გაგრძელდება ქვეყნის დაცლა ჩვენი ახალგაზრდებისგან და ისევ დავდგებით ძალიან მწვავე ეკონომიკური გამოწვევების წინაშე. და ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ამას ყველაფერს შედეგად მოყვება არის ის, რომ იმის ნაცვლად, რომ ჩვენ გამოვიდეთ რუსული ეკონომიკის და რუსეთის ეკონომიკური დამოკიდებულებისგან, კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდება ჩვენი ეკონომიკა და დღეს უკვე არის რუსეთზე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის მოსახლეობის მთავარ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები