ნიკა სიმონიშვილი - გვაქვს სისტემა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ ისე მოგვისმინოს სუს-მა, ამის შესახებ ჩვენ ვერასდროს ვერაფერი გავიგოთ

გვაქვს სისტემა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ ისე მოგვისმინოს სუს-მა, ამის შესახებ ჩვენ ვერასდროს ვერაფერი გავიგოთ, - ამის შესახებ საია-ს ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, მოსმენების კანონში შეტანილი ცვლილებებით ხელისუფლებნამ ამ მხრივ კიდევ უფრო გაიმარტივა საქმე.  

"ჩვენ ქვეყანაში გვქონდა მოსმენების სისტემა და კანონმდებლობა, რომელიც იძლეოდა შესაძლებლობას, რომ სრულიად უკონტროლოდ თითოეული ჩვენგანისთვის მოესმინათ. გვაქვს სისტემა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ ისე მოგვისმინოს სუსმა, რომ ამის შესახებ ჩვენ ვერასდროს ვერაფერი ვერ გავიგოთ, ამის ნათელი დადასტურებაა ის,  რაც ზუსტად ერთი წლის წინ მოხდა ქვეყანაში, ათასობით ფაილი რომ გამოქვეყნდა და ეს იყო ამ ყველაფრის დადასტურება. 

ამ უკანასკნელი ცვლილებებით ხელისუფლებამ კიდევ უფრო გაიმარტივა საქმე, კიდევ უფრო შორს წაიყვანა ის ყველაფერი რასაც აქამდე აკეთებდა. თითოეულ ჩვენთაგან გვაქვს იმის განცდა, რომ გვისმენენ  ბოლო ბოლო პრეზიდენტმა თქვა ამის შესახებ“, - განაცხადა სიმონიშვილმა. 

მისი თქმით, ქვეყნის მმართველ ძალას, როდესაც აწყობს ვენეციის კომისიის დასკვნას თავის სასარგებლოდ იყენებს და როცა არა, ამ ორგანოს წარმომადგენლებს არაკომპეტენტურებად აცხადებს.  

"რა თქმა უნდა, აქ ირღვევა ქვეყნის კონსტიტუცია, ირღვევა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სამართალი, მაგრამ ვენეციის კომისიამ პირდაპირ გვითხრა,  რომ გადასახედი გვაქვს ფარული მოსმენების და მიყურადების კანონმდებლობა. 

ფაქტობრივად,  ვენეციის კომისიამ შეაფასა არა მხოლოდ ეს უკანასკნელი ცვლილებები, არამედ ის, რასაც დაეშენა ის. ამის გათვალისწინების  ნაცვლად ჩვენმა ხელისუფლებამ გვითხრა, რომ ვენეციის კომისიაში ყოფილან არაკომპეტენტურები. 

ხელისუფლებას როდესაც აწყობს ვენეციის კომისიის დასკვნა მაშინ კომპეტენტურია და როცა  არ აწყობს,  რასაც წერს ვენეციის კომისია, მაშინ აცვხადებს, თურმე იქ არაკომპეტენტურები არიან“, -- განაცხადა სიმონიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები