საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა კანონპროექტი „პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მეორე მოსმენით განიხილა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა.  

მომხსენებლის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პირველი განხილვისას სამი საკითხი გამოიკვეთა. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, გამოითქვა მოსაზრება, რომ უმჯობესია, აღნიშნული საკითხები განისაზღვროს არა პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების ტექსტში, არამედ, აისახოს რეგლამენტში. 

"ერთ-ერთი საკითხი ეხება სამუშაო ჯგუფს, რომელიც იქმნება შეფასების მიზნით და მკაფიოდ განისაზღვრება, რომ მათ არ ექნებათ ვინმეს, მაგალითად, ხარისხობრივი მაჩვენებლების გამო დისკვალიფიკაციის შესაძლებლობა. იმ გამონაკლისის გარდა, როდესაც წარმოდგენილი განაცხადები არ შეფასდებიან იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირ კანონთან არსებობს წინააღმდეგობა. კერძოდ, არ შეიძლება ორჯერ ერთი კანდიდატის წარდგენა. სახალხო დამცველად რომ აირჩეს პირი, აუცილებლად საქართველოს  მოქალაქე უნდა იყოს და ასევე, არ შეიძლება მოქმედი სახალხო დამცველის წარდგენა. 
მეორე საკითხი, რაზეც შევთანხმდით, ისაა, რომ უფლებამოსილმა სუბიექტებმა  კანდიდატურები ნომინირებისთვის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის მიერ შეფასებული კანდიდატებიდან აარჩიონ. ეს წესიც რეგლამენტით განისაზღვრება. ასევე, განისაზღვრება, რომ სამუშაო ჯგუფი 9 წევრისგან შედგება. მესამე საკითხი უკავშირდება კონსულტაციების გამართვის საჭიროებას, ვიდრე სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტდება“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით, კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას  მხარი დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები