ანრი ოხანაშვილი ე.წ. მოსმენების კანონზე - განხორციელებული ცვლილებებით სრულად არის შენარჩუნებული “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ 2014 წელს გატარებული რეფორმის ძირითადი პრინციპები

ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებებით  სრულად არის შენარჩუნებული “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ 2014 წელს გატარებული რეფორმის ძირითადი პრინციპები, რომლითაც ფარული საგამოძიებო მოქმედების დასაბუთების უმაღლესი სტანდარტი იქნა შემოტანილი საქართველოს კანონმდებლობაში, რაც 2014 წელს პოზიტიურად შეაფასა ევროსაბჭომ - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კერძოდ, მისი თქმით, ფარული საგამოძიებო მოქმედება ნებადართულია პროკურორის მოტივირებული დასაბუთებითა და სასამართლოს ასევე დასაბუთებული გადაწყვეტილებით მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა საშუალებით გამოძიებისათვის არსებითი მნიშვნველობის მქონე მტკიცებულებების მოპოვება შეუძლებელია ან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს;

"ამასთანავე, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ინტენსივობა ფარული საგამოძიებო მოქმედების ლეგიტიმური მიზნის პროპორციული უნდა იყოს.  

ეს უმაღლესი სტანდარტი შენარჩუნებულია და ამ საგამოძიებო მოქმედების გამოყენება მხოლოდ უკიდურეს საშუალებად რჩება, ამას ემატება ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მხრიდან ფარულ საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებაზე კონტროლი“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები