აკია ბარბაქაძე - ხელისუფლებას შეეძლო დაეზღვია ქვეყნის იმიჯი და სტრატეგიული მოკავშირეებიც ამ ალბათობიდან

ხელისუფლებას შეეძლო დაეზღვია ქვეყნის იმიჯი და სტრატეგიული მოკავშირეებიც ამ ალბათობიდან, - ამის შესახებ Front News-ს სამხედრო ექსპერტმა აკია ბარბაქაძემ ირანის თვითმფრინავის მიერ საქართველოს გავლით მოსკოვში სამხედრო ტექნიკის შესაძლო გადატანის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა. 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, ირანული ავიაკომპანია სანქცირებული არის თუ არა, შესაძლებელი იყო, თვითმფრინავი შემოწმების გარეშე არ გაეტარებინათ. 

"ის, რომ ირანული ავიაკომპანია არ არის სანქცირებული ავიაკომპანია, ეს არ არის გამართლება. აქ არის ნდობის საკითხი.  აზერბაიჯანი არ უხსნის ცას და ერიდება, რადგან ორთავე ქვეყანა,  ირანიც და რუსეთიც არასანდო სახელმწიფოებია. ერთი ტერორიზმის დამფინანსებელია, მეორე დანაშაულებრივ ომს აწარმოებს უკრაინაში. როდესაც სამხედრო ტვირთების გადატანის საფრთხე არსებობს და უხსნი ცას, მიზანშეწონილი იქნებოდა, თუ დასვამდნენ ამ  თვითმფრინავს,  შეამოწმებდნენ და დაანახებდნენ მსოფლიოს, რომ  დეკლარაციაში რაც წერია, თვითმფრინავში ის არის. 

ამაზე პასუხისმგებელი ორგანოა თავდაცვის სამინისტროს ტექნიკური კომისია. წესი ასეთია, დეკლარაცია ივსება,  საქაერონავიგაციას თანხმობას აძლევს თავდაცვის სამინისტროს ტექნიკური კომისია, რის შემდეგაც საქაერონავიგაცია საქმის კურსში აყენებს მსოფლიო ნავიგაციას. რა იყო რეალურად ამ თვითმფრინავში, ხალხი, საბრძოლო ტექნიკა, ეს უკვე გამოძიების თემაა.  დამალვით არაფერი დაიმალება, მსოფლიო სადაზვერვო მონაცემები წამოეწევა ამას. ამ ხელისუფლების ხელში, რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება.  მათ შეეძლოთ დაეზღვიათ ქვეყნის იმიჯი და სტრატეგიული მოკავშირეებიც ამ ალბათობიდან “, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

მისი თქმით, გასაკვირი არაა, რომ ამ ხელისუფლებამ ვერ გაბედა სწორი ნაბიჯის გადადგმა.

"ამ ხელისუფლებას ვერ ათქმევინა ქართულმა საზოგადოებამ, რომ რუსეთი მტერია, ეს არის ჩვეულებრივი რუსული ხელისუფლება, რომელიც რუსეთიდან წამოსულ ბრძანებებს და დირექტივებს ასრულებს“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

4 სექტემბერს, ირანის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრინდა "ირან ეარის“ თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით მოსკოვში გაფრინდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები