საქართველოს პარლამენტმა გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგო

"დედოფალი ელისაბედ II იყო თავისუფლების მოყვარე ერების, მათ შორის, საქართველოს, ჩვენი კულტურისა და ხალხის მეგობარი და მხარდამჭერი. მისი გარდაცვალება არის დიდი დანაკლისი არა მხოლოდ ბრიტანელებისთვის, არამედ  მსოფლიო თანამეგობრობისა და საქართველოსთვის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებმა გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.

შალვა პაპუაშვილმა დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს და გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
 
"გუშინ, 96 წლის ასაკში, გარდაიცვალა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ II.  ვუსამძიმრებ სამეფო ოჯახს და გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობას. დედოფალი ელისაბედ II 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში რთულ და გამოწვევებით სავსე პერიოდში, ღირსეულად ატარებდა უმაღლეს სამეფო ტიტულს და სიბრძნითა და გონიერებით უძღვებოდა გაერთიანებულ სამეფოს. იგი იყო თავისუფლების მოყვარე ერების, მათ შორის, საქართველოს, ჩვენი კულტურისა და ხალხის მეგობარი და მხარდამჭერი. ეს არის დიდი დანაკლისი არა მხოლოდ ბრიტანელებისთვის, არამედ  მსოფლიო თანამეგობრობისა და საქართველოსთვის. დარწმუნებული ვარ, მისი სახელი და დიდხანს დარჩება ისტორიის და მომავალი თაობების მეხსიერებაში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები