ლევან დავითაშვილი - კომპანია, რომელმაც საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენა, არ არის სანქცირებულთა სიაში

კომპანია, რომელმაც საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენა, არ არის სანქცირებულთა სიაში, შესაბამისად, ჩვენმა საავიაციო უწყებებმა, ყველა წესის დაცვით მისცეს მას საქართველოზე გადაფრენის უფლება,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

"ჩვენ სამწუხაროდ, რეგულარულად ვისმენთ ხოლმე გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომელიც მიმართულია ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. რა თქმა უნდა, საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო წესებს. კომპანია, რომელმაც საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენა, რეგულარულად დაფრინავს, მათ შორის ევროპის ქვეყნებშიც. 

ეს არ არის სანქცირებულ კომპანიათა სიაში, შესაბამისად, ჩვენმა საავიაციო უწყებებმა, ნავიგაციამ, ყველა წესის დაცვით მისცეს საქართველოზე გადაფრენის უფლება“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები