კელი დეგნანი - მიღწეულია ბევრი წარმატება და ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, რომ გავაგრძელოთ ეს პროგრამა

50 მოსამართლეს, რომლებიც სასწავლო ვიზიტით შეერთებულ შტატებში იმყოფებოდნენ, შესაძლებლობა ჰქონდათ დაკვირვებოდნენ სასამართლო პროცესებს, ნაფიც მსაჯულთა შერჩევასა და მართლმსაჯულების აღსრულებას, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა "სასამართლო მრჩევლის პროგრამის შედეგების“ პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"სასამართლო მრჩევლის პროგრამის“ იდეა იყო ქართველი მოსამართლეების ინდივიდუალური პოტენციალის გაზრდა. მიღწეულია ბევრი წარმატება და ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, რომ გავაგრძელოთ ეს პროგრამა ინდივიდუალური მოსამართლეებისგან შეთავაზებების საფუძველზე იმასთან დაკავშირებით, თუ სად მიაჩნიათ აშშ-ის მხარდაჭერა ყველაზე სასარგებლოდ", - განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, პროგრამა 2018 წლიდან ხორციელდება და მოსამართლეებს საშუალება აქვთ, დასავლური მართლმსაჯულების პრინციპებს შტატებში ვიზიტების ფარგლებში გაეცნონ.

"ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ განგვეხილა და აღგვენიშნა სასამართლოს მრჩეველთა პროგრამის მრავალი წარმატება. ეს პროგრამა დაიწყო 2018 წელს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ და დაფინანსებულია სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მიერ. ის მიმართული იყო ქართველი მოსამართლეებისა და ამერიკელი მოსამართლეების თანამშრომლობისკენ. ეს იყო ნამდვილად ფენომენალური წარმატება. ჩვენ გვყავდა 50 ქართველი მოსამართლე, რომლებსაც ჰქონდათ აშშ-ში სასწავლო ვიზიტით წასვლის შესაძლებლობა, რათა შეხვედროდენ ამერიკელ მოსამართლეებს, დასწრებოდნენ სასამართლო პროცესებს, ენახათ ნაფიც მსაჯულთა ჟიურის შერჩევის პროცესი და აშშ-ში მართლმსაჯულების აღსრულებაზე დაკვირვებით მრავალი სხვა გამოცდილება მიეღოთ“, – განაცხადა დეგნანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები