11 სექტემბრის ტრაგედიიდან 21 წელი გავიდა

აშშ-ში მომხდარი ტერორისტული აქტიდან 21 წელი გავიდა. 

2001 წლის 11 სექტემბერს, დილით, "ალ-ქაიდას" 19 თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. 

ნიუ-იორკში მდებარე სავაჭრო ცენტრს – ტყუპ ცათამბჯენებს ტერორისტების მიერ გატაცებული ორი თვითმფრინავი შეეჯახა. 

იმავე დღეს ტერორისტებმა კიდევ 2 თვითმფრინავი გაიტაცეს, რომელთაგან ერთი ვირჯინიის შტატში პენტაგონის შენობას შეეჯახა, მეორე კი მგზავრთა მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შედეგად პენსილვანიის შტატში სომერსეტ ქაუნთის ველზე ჩამოვარდა.  ოთხივე თვითმფრინავის მგზავრები, ეკიპაჟი და ტერორისტები დაიღუპნენ.

ტერორისტული აქტი მსოფლიოს იმჟამინდელი ნომერ პირველი ტერორისტის – უსამა ბინ ლადენის მიერ იყო ორგანიზებული.

ტერაქტს ემსხვერპლა 87 სახელმწიფოს 2 763 მოქალაქე. მათგან ყველაზე ბევრი აშშ-ის შემდეგ დიდი ბრიტანეთის მოქალაქე (67 ადამიანი) აღმოჩნდა. ნანგრევებიდან ცოცხალი მხოლოდ 20 ადამიანი ამოიყვანეს.

ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტმა დაკარგა 343 თანამშრომელი; ქალაქის პოლიციამ - 122 ადამიანი: 23 ოფიცერი უშუალოდ თავდასხმის დროს დაიღუპა, კიდევ 99 - მიღებული ტრავმებისგან.

შენობების ნგრევის დროს განადგურდა 1337 სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის სახანძრო სამსახურის 91 მანქანა.

ტყუპებთან ერთად დაინგრა 47-სართულიანი შენობა (Building 7), რომელიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კომპლექსის ნაწილი იყო. მას რატომღაც, იშვიათად ახსენებენ.

ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდაში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ნაგვის გატანა 261 დღეს გაგრძელდა. ნანგრევების ტერიტორიაზე ხანძრის კერების ჩაქრობას 99 დღე დასჭირდა.

სანაგვეზე გატანილი ლითონის კონსტრუქციები, საბოლოო ჯამში ჩინეთში და ინდოეთში გაიყიდა. ჩინურმა ფირმა Baosteel-მა 50 ათასი ტონა ლითონი იყიდა (ერთი ტონა - 120 დოლარად).

2001 წლის 11 სექტემბერის შემდეგ, ნიუ-იორკის 33 ათას მცხოვრებს პოსტრავმული სტრესული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც, ჩვეულებრივ “ცხელ წერტილში” მოხვედრილ ადამიანებს ემართებათ.

აშშ-ის ხელისუფლებამ 2001 წლის 11 სექტემბრის მსხვერპლთა ოჯახებს დახმარების სახით, ჯამში, 1.8 მილიონი დოლარი გადაუხადა.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ აშშ-ის სპეცსამსახურებმა 5 ათასზე მეტი ტერორისტი გაანადგურეს ან ტყვედ აიყვანეს.