მსახიობი მიშა გომიაშვილი გარდაიცვალა

მსახიობი მიშა გომიაშვილი გარდაიცვალა

კინოსა და თეატრის მსახიობი მიშა გომიაშვილი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მსახიობის მეგობრები ავრცელებენ.

გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

მიხეილ გომიაშვილი დაიბადა 1961 წლის 23 მარტს. 1986 წელს დაასრულა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1994 წლიდან შედიოდა მარჯანიშვილის თეატრის სამსახიობო დასში.

მუშაობდა „მეტეხის თეატრში“. 1996 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. 

შესრულებული აქვს კინოროლები – „სიყვარული ვენახში“ (გიორგი), „ანთიმოზ ივერიელი“ (მავრომორდატი), „კონფლიქტის ზონა“ (მამაო), „ყველა წავიდა“ (დალაქი) და სხვა.

მიღებული აქვს „ოქროს ნიღაბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“.

2021 წელს მიიღო მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების პირველი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „კახეთის მატარებელი“.

უახლესი ამბები