იაგო ხვიჩია - შერიგების დაწყება კარგი იქნებოდა შეწყალების მექანიზმის ეფექტურად გამოყენებით

"გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, შერიგების პროცესის დაწყება კარგი იქნებოდა შეწყალების მექანიზმის ეფექტურად გამოყენებით.

"ამ შემთხვევაში უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, რომ პრეზიდენტს მართლა უნდა ამ ქვეყანაში ადამიანების შერიგება. თუ შერიგებას ჩვენ ვიწყებთ პოლიტიკოსებიდან, მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის შერიგებით ეს რთული იქნება. ჩემი აზრით, ჩვენ ქვემოდან უნდა დავიწყოთ და პრეზიდენტმა თავისი ნაბიჯი ეფექტურად უნდა გადადგას. მან ბევრჯერ ილაპარაკა შერიგების შესახებ, მაგრამ ახლა უნდა მოაყოლოს საქმეც, სულ მცირე, პარტიებთან კონსულტაცია იქნება, თუ რაც იქნება, რითაც შერიგებას აპირებს.

შერიგების პროცესი უნდა დაიწყოს ჩვეულებრივი ადამიანების გათავისუფლებით, რომლებიც ციხეში არ უნდა ისხდნენ. რაღაც მექანიზმი გაჩნდეს, რაც ადამიანებს ერთმანეთს დააკავშირებას. ყველაზე ეფექტური ასეთი მექანიზმია პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების მექანიზმი. მე არ ვამბობ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილი უნდა შეიწყალოს. დავიწყოთ შერიგების პროცესი ჩვეულებრივი ადამიანების გამოშვებით, რომლებიც ციხეში არ უნდა ისხდნენ. შემდეგ სად მიგვიყვანს ასეთი შერიგების პროცესი და სწორი ეიფორია ადამიანის გათავისუფლების, ზეიმის, არ ვიცი, მაგრამ ეს ზეიმი პრეზიდენტმა უნდა დაიწყოს, თუ თავისი უფლებამოსილების ეფექტურად გამოყენება უნდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები