მარიამ ჯიშკარიანი - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ორი დასკვნა უნდა მომზადდეს

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ორი დასკვნა უნდა მომზადდეს, - ამის შესახებ Front News-ს ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განუცხადა. 

მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნის მომზადება ხანგრძლივი პროცესია. 

"ახლახანს გადაწყვდა,  რომ  2 დასკვნა უნდა მომზადდეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით და მე-2 დასკვნა იქნება სრულფასოვანი, რომლეიც მოიცავს წამებისა და არაადეკვატური მოპყრობის ფაქტებსაც.  

როგორც ცნობილია, ორმა უცხოელმა ექსპერტმა მოინახულა მიხეილ სააკაშვილი. დანარჩენი ორი ექსპერტის აკრედიტაცია ამ დრომდე ისევ ვერ მოხერხდა. 

რაც შეეხება დასკვნას, ამჟამად უცხოელ ექსპერტებთან მიმდინარეობს კომუნიკაცია. ზღვა მასალაა, რომელიც  მოვიდა "ემპათიაში“. ჩვენგან მიეწოდება მათ დოკუმენტაცია, შემდეგში მოხდება ამ მასალების შეჯერება. ამდენად, თუ რამდენი დრო დაჭირდება ამ პროცესს, ძნელი სათქმელია, რადგან საკმაოდ შრომატევადი პროცესია“, - განაცხადა ჯიშკარიანმა. 

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჯიშკარიანის თქმით, არ გაუმჯობესებულა. 

"მდგომარეობის გაუმჯობესება არ მომხდარა და კვლავ საჭიროებს იმ პროფილურ მკურნალობასა და რეაბილიტაციას, რომელიც არ არის შესაძლებელი საქართველოში,  სასჯელაღსრულების სისტემის პირობებში“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.   კლინიკა  "ვივამედში" უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით მესამე პრეზიდენტს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები