აკაკი მინაშვილი - შემოდგომა ძალიან აქტუალურია, უნდა მოხდეს მუხტის აკუმულირება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ

შემოდგომა ძალიან აქტუალურია, უნდა მოხდეს მუხტის აკუმულირება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და  პროცესი წარიმართოს ისე, რომ  ვადამდელი არჩევნების დაინიშნოს,  - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ახლა ყველაზე სუსტია, რადგან საყრდენები მორღვეული  აქვს.  

"დღეს "ქართული ოცნება" ყველაზე სუსტია, ბურჯები ეცლება,  საყრდენები მოეშალა. მოდი, ვაღიაროთ, გოგაშვილი იყო ამ ხელისუფლების ერთ-ერთი საყრდენი. ის განსაზღვრავდა სუს-ის პოლიტიკას ოპონენტების,  თავისუფალი მედიის მიმართ. ბუნებრივი დამაჯარებელობა იმ ინფორმაციისა,  რასაც ავრცელებს,  ძალიან დიდია. როდესაც ჩვენი სამხედროების პირადი  ინფორმაციის გაცემა ხდება, ბოლო შემთხვევა გახსოვთ, უკრაინაში  რუს სამხედროს ჩვენი ჯარისკაცების პირადი ინფორმაცია ჰქონდა. ეს ინფორმაცია საიდან მიდის? ამ ხელისუფლების მხრიდან, ამ უსამშობლო ადამიანების მხრიდან ხდება, რომლებიც აწვდიან რუსეთის სპეცსამსახურებს ინფორმაციას. ამიტომ თემის აქტუალიზება მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მინაშვილმა. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ამ თმის აქტუალიზება და ყველა სხვა თემის გამოყენება ხელისუფლების წინააღმდეგ  მუხტის   გასაზრდელად.

"ლელოს" ინიციატივას მხარს დავუჭერთ, ყველა  ინიციატივა,  რომელიც არის პარლამენტში, ემსახურება ამ მიზანს, მათ შორის საზოგადოების კიდევ უფრო მეტი ნაწილის დარწმუნებას იმაში,  რომ ხელისუფლება არ აპირებს ამ ვალდებულებების შესრულებას.  შემოდგომა ძალიან აქტუალურია, უნდა მოხდეს იმ მუხტის აკუმულირება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ,  პროცესი წარიმართოს ისე, რომ მოხდეს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა,  ამისკენ უნდა იყოს ყველას ყურადღება მიპყრობილი“, - განაცხადა მინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები