ბადრი ჯაფარიძე - არჩევნების ელექტრონულად ჩატარება კარგია, მაგრამ ეს უნდა იყოს 100%-ით ელექტრონულად

არჩევნების ელექტრონულად ჩატარება კარგია, მაგრამ ეს უნდა იყოს 100%-ით ელექტრონულად, - ამის შესახებ პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, 30%-ის დატოვება ნიშნავს იმას, რომ ამ პროცენტში შეეცდებიან მანიპულაციას.

"გაურკვეველია, რა პრინციპით უნდა მოხდეს 70%-ის 30%-ზე გაყოფა. თითქოს დიდ ქალაქებში უნდა იყოს და რეგიონებში არა, ეს ტოვებს იგივე რისკებს, რომელიც საქართველოში "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებულ არჩევნებს ახასიათებს. ამიტომ, ელექტრონულად ჩატარება კარგია, მაგრამ ის უნდა იყოს 100%-ით ელექტრონულად“, -  განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2024 წელს ამომრჩევლის 70 პროცენტი ხმის მიცემას ელექტრონულად შეძლებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები