ლევან ბეჟაშვილი - პრაქტიკულად, ჩვენ ვაკვირდებით სახელმწიფოს ღალატის ქრონიკებს

პრაქტიკულად, ჩვენ ვაკვირდებით სახელმწიფოს ღალატის ქრონიკებს, - ამის შესახებ  საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის იოსებ გოგაშვილის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ელჩებად აგენტების დანიშვნას ეხება, საყურადღებოა. 

"ახლა გავრცელებული ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია.  პრაქტიკულად, ჩვენ ვაკვირდებით სახელმწიფოს ღალატის ქრონიკებს. ვალდებულიც არის ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები დაიწყონ  ამ საკითხებზე გამოძიება.  იმავდროულად ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტებით, იმავე "ნდობის ჯგუფის“ წევრის  მანდატით შესაძლებელია ის,  რომ ეს საიდუმლო ინფორმაცია მისგან უშუალოდ მივიღოთ და ამაზე უკვე სხვა, პოლიტიკური და სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს პარლამენტმა“,  - განაცხადა ბეჟაშვილმა.

გოგაშვილის განცხადებით, საქართველოს ელჩების კანდიდატურებს დანიშვნამდე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერ სუს-ში აგზავნის.

როგორც გოგაშვილი წერს, მისი მუშაობის პერიოდში, საგარეოდან კონტრდაზვერვაში გადაიგზავნა დასანიშნი კანდიდატების სია, რომელშიც აღმოჩნდა, რომ ორი მათგანი ირიცხებოდა აგენტურულ ბაზაში (სუკი). ამის შემდეგ, მან მოითხოვა შეეჩერებინათ მათი დანიშვნა, თუმცა დიპლომატებმა "შეაწუხეს პატრონი’’, რომელიც გოგა ხაინდრავა აღმოჩნდა, დაურეკეს ივანიშვილსა და კვირიკაშვილს და დაბლოკილი ელჩები საბოლოოდ მაინც დაინიშნენ თანამდებობებზე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები