ეკა ბესელია - დარწმუნებული ვარ, ახლა კობახიძეს მშვიდად არ სძინავს და არც ბევრ სხვას

დარწმუნებული ვარ,  ახლა კობახიძეს  მშვიდად არ სძინავს და არც ბევრ სხვას. გოგაშვილს ბევრი ინფორმაცია აქვს და დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტი იცის, რასაც საუბრობს და იმიტომაც არის ალბათ, იზოლირებული, - ამის შესახებ  ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა. 

მისი თქმით, სოსო გოგაშვილს გარდა იმისა, რომ უსაფრთხოების სამსახურიდან ჰქონდა ინფორმაცია, პარტიაში ჰქონდა გავლენები.  

"არ მაქვს განცდა, რომ ციხეში მყოფი ადამიანი ზღაპრებს იგონებს და ყვება.  მისი გავლენა იყო ძალიან დიდი.  მას  გომელაურის შემდეგ ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა, განსაკუთრებით როდესაც პარტიული გადაწყვეტილებები მიიღებოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველი მოადგილე არის თითქმის იგივე მანდატის მქონე, მცირე განსხვავებით, მიმდინარე გადაწყვეტილებების მიღებისას გომელაურის შემდეგ გოგაშვილის ფაქტორი იყო ყველაზე დიდი. კობახიძე არავინ იყო, არათუ მდინარაძე. კობახიძე ვერცერთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, თუ არ იყო დასკვნა და ანალიზი ამ სამსახურის“, - განაცხადა ბესელიამ.  

მისი თქმით, სოსო გოგაშვილმა მშვენივრად იცის ვინ ვისთან რა გარიგებებში და რა კორუფციულ სქემებშია.  

"დარწმუნებული ვარ,  ახლა კობახიძეს  მშვიდად არ სძინავს და არც ბევრ სხვას. გოგაშვილმა რომ დაიწყოს საუბარი, ვინ ვისთან,  რა ტიპის ფარულ გარიგებებშია და რა ტიპის კორუფციულ სქემებშია, მას ამის უამრავი ინფორმაცია ექნება, არ მგონია, რომ ამ ადამიანებს სიმშვიდის წინაპირობა ქონდეს.  ბევრი ინფორმაცია აქვს და რაზეც საუბრობს, დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტი იცის და იმიტომაც არის ალბათ, იზოლირებული“, - განაცხადა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები