გიორგი ბოტკოველი - კობახიძის ეს განცხადება ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას

კობახიძის ეს განცხადება ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. 

მისი განმარტებით,  მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადება რუსეთის საამებლად გაკეთდა და მიაღწია კიდევ ამ მიზანს. 

"ეს განცხადება სხვა არაფერია,  თუ არა ქვეყნის ღალატი და მაამებლური განცხადება რუსეთისათვის.  სწორედ ამიტომ აიტაცეს კიდეც რუსულმა საიტებმა და აქებენ კობახიძეს. 

მთავარია, რომ ქართველმა ხალხმა 1991 წელს უკვე გააკეთა არჩევანი რეფერენდუმის გზით.  მოიპოვეს დამოუკიდებლობა და თქვეს, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს დამოუკიდებელი. კობახიძის ეს განცხადება ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას“, - განაცხადა ბოტკოველმა. 

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ  ქართველ ხალხს უნდა ჰკითხონ, უნდა თუ არა მას მეორე ფრონტის გახსნა, რუსული პროპაგანდისტული მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები