კადიროვი - ჩვენ არსად და არასოდეს არ ვიხევთ უკან, ჩვენი გენერლები მტერს საშუალებას აძლევენ გააკეთონ მხოლოდ ის, რაც ჩვენთვის სასარგებლოა

ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მტკიცებით, რუსეთი არასოდეს არ იხევს უკან და ის, რაც უკრაინაში ხდება, ტაქტიკის ნაწილია.

"ჩვენ არსად და არასოდეს არ ვიხევთ უკან. ეს ყველაფერი დასავლური პროვოკაციაა. ნუ მისცემთ მოტყუების უფლებას. არსებობს ისეთი ცნებები, როგორიცაა ტაქტიკა და სტრატეგია. 

ჩვენ არ შეგვიძლია განურჩევლად ვესროლოთ ყველას, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობას, რუსეთი ამ სპეცოპერაციაში ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს ადამიანური მსხვერპლი. 

ჩვენი გენერლები, რომლებმაც დაამთავრეს სამხედრო აკადემიები, კარგად ერკვევიან სამხედრო საქმის სირთულეებში და მტერს საშუალებას აძლევენ გააკეთონ მხოლოდ ის, რაც ჩვენთვის სასარგებლოა. 

დიახ, ჩემი ნება რომ იყოს, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვაცხადებდი საომარ მდგომარეობას და გამოვიყენებდი ნებისმიერ იარაღს, რადგან დღეს ჩვენ ომში ვართ მთელ ნატო-ს ბლოკთან. ჩემი პირადი აზრია. მე ამას ვამბობ არა როგორც რესპუბლიკის მეთაური, არამედ როგორც მოქალაქე, პატრიოტი და მოხალისე, რომელიც ეხმარება ჩვენს ბიჭებს, თუმცა მსგავს ბრძანებას არავინ არ აძლევს.

ვილოცოთ ჩვენი მებრძოლებისთვის, რომ ყველა ცოცხალი და ჯანმრთელი, გამარჯვებით დაბრუნდეს", - აცხადებს კადიროვი.

მსგავსი სიახლეები