ნიკა მელია - სანამ ბიძინა ივანიშვილი არის იქ, სადაც არის, ნებისმიერი პოლიტიკური პატიმარი, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილი, ვერ იქნება გათავისუფლებული

სანამ ბიძინა ივანიშვილი არის იქ, სადაც არის  და არის რეჟიმის სულისჩამდგემელი, ნებისმიერი პოლიტიკური პატიმარი, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილი, ვერ იქნება გათავისუფლებული, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა. 

მან პარტიაში არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დემოკრატიულობის მაჩვენებელია. 

"ცვლილება რომ აუცილებელია, ამაზე უმრავლესობა ვთანხმდებით, რაც შეეხება ფლანგებს პარტიის შიგნით, ეს შეიძლება ყურს ჭრიდეს, მაგრამ რეალურ პოლიტიკურ და პარტიულ ცხოვრებაში ამის არსებობა აუცილებელიცაა. მოვა დრო, როდესაც ამით იამაყებს ყველა პარტიის ლიდერი. 

რაც შეეხება ყბადაღებულ პროპაგანდისტულ გზავნილებს რომელსაც აფრქვევს "ქართული ოცნება“, ჩემთვის რუსული ოცნება, თითქოს მიშასა და ჩემს შორის არის დაპირისპირება და თითქოს ჩვენ ერთმანეთს ვერ ვიტანთ, როდის როცა აწყობთ, იმას ამბობენ, რაც ნაკლებ ყურადღებას მივაგცევთ ამ პროპაგანდისტულ გზავნილებს, უკეთესი იქნება“, - განაცხადა მელიამ. 

მისივე თქმით, ამ რეჟიმის პირობებში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოლოდინი არ აქვს.

"დარწმუნებული ვარ, სანამ ბიძინა ივანიშვილი არის იქ, სადაც არის და არის რეჟიმის სულისჩამდგემელი, ნებისმიერი პოლიტიკური პატიმარი, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილი, ვერ იქნება გათავისუფლებული. 

ბიძინა ივანიშვილის  მე არ ვუყურებ, როგორც დიდსულოვან ადამიანს“, - განაცხადა მელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები