ნიკოლ ფაშინიანი - არანაირი დოკუმენტი არ გაფორმებულა და არც გაფორმდება, ეს არის საინფორმაციო დივერსია

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არანაირი დოკუმენტი არ გაფორმებულა.

"ძვირფასო თანამემამულენო, მოგიწოდებთ, არ დაემორჩილოთ მანიპულაციებს. არც ერთი დოკუმენტი არ გაფორმებულა და არც გაფორმდება. ეს არის საინფორმაციო დივერსია, რომელიც მიმართულია არამეგობრული გარე ძალების მიერ ქვეყნის წინააღმდეგობის გატეხვის მიზნით“, - წერს ის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

დღეს ეროვნულ ასამბლეაში ფაშინიანმა განაცხადა, რომ მშვიდობის სახელით რთული გადაწყვეტილებების მიღებაზე პასუხისმგებლობას იღებს.

"ჩვენ გვინდა, ხელი მოვაწეროთ ფურცელს, რის შედეგადაც გაგვაკრიტიკებენ, გაგვლანძღავენ, მოღალატეებს დაგვიძახებენ, ხალხმა შეიძლება გადაწყვიტოს ჩვენი გადაყენებაც კი. ჩვენ მადლობელი ვიქნებით, თუ შედეგად, სომხეთის რესპუბლიკა 29 800 კვადრატული კილომეტრით მიიღებს მუდმივ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ხელს მოვაწერ გადაწყვეტას, რომელიც ამას უზრუნველყოფს. არ მაინტერესებს რა დამემართება ამის შემდეგ", - განაცხადა ფაშინიანმა.

"ფეისბუქის" პოსტიდან რამდენიმე წუთში ფაშინიანმა პირდაპირ ეთერში განმარტა, თუ რატომ გამოვიდა ასეთი სიტყვა.

"რატომ ვსაუბრობდი ამაზე, დღეს სომხეთის რესპუბლიკას ხელყოფენ. ჩვენ ვამბობთ, რომ ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბარი არ არის. გვეუბნებიან: დერეფანი. ჩვენ ვამბობთ, რომ სომხეთის ტერიტორიაზე დერეფანს არ გავუშვებთ. ჩვენ არასოდეს მოვაწერთ ხელს ისეთ დოკუმენტს, რომელიც რაიმე სახით ეჭვქვეშ დააყენებს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას. დღეს საზღვრიდან ჯარისკაცები ურეკავენ და ეკითხებიან, მართალია, რომ დოკუმენტი ხელმოწერილია, ანუ საზღვარი არ არის დაცული? მეუბნებიან, რომ აზერბაიჯანული საიტები მსგავს სათაურებს ავრცელებენ. ჩვენ ვამბობთ, რომ მზად ვართ ყოვლისმომცველი გადაწყვეტილებისთვის. ჩვენი სამშობლო სიწმინდეზე მეტია, განხილვას არ ექვემდებარება“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, არანაირი დოკუმენტი ხელმოწერილი არ არის.

"თუ მოლაპარაკებების დროს მივაღწევთ დოკუმენტამდე, რომელიც არ იქნება ჩვენი ოცნების დოკუმენტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ ანალიზის შემდეგ მივიჩნევთ, რომ ის უზრუნველყოფს სომხეთისთვის გრძელვადიან მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ჩვენ ამ მიმართულებით წავალთ. ხალხი იტყვის, რატომ მოაწერეს ხელი ასეთ დოკუმენტს, მაგრამ ფაქტია, რომ მას შეუძლია უზრუნველყოს სომხეთის მშვიდობა და უსაფრთხოება მომდევნო ასი წლის განმავლობაში. გადაწყვეტილება მხოლოდ ჩვენთვის არ უნდა იყოს მომგებიანი. 2018 წელს მე ვთქვი, რომ გადაწყვეტილებები ყველასთვის მომგებიანი უნდა იყოს, რათა იყოს სიცოცხლისუნარიანი“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ნიკოლ ფაშინიანის პირველი განცხადების შემდეგ, ერევანში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ათასობით მოქალაქე შეიკრიბა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები