ლელა ჯეჯელავა - ეს არის ისტორიული პროცესის დასასრული და სომხეთისთვის სხვა რეალობა დაიწყება

მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის ისტორიული პროცესის დასასრული და სომხეთისთვის  სხვა რეალობა დაიწყება, - ამის შესახებ "ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის" ხელმძღვანელმა,  ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ განაცხადა. 

მისი თქმით, ერევანში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობის მიუხედავად,  რომლის მოთხოვნა  პრემიერ-მინისტრის გადადგომაა,  ნიკოლ  ფაშინიანი ხელს მოაწერს ხელშეკრულებას,  რომლითც სადავო ტერიტორიები აზერბაიჯანს დაუბრუნდება.  

"ახლა თუ ფაშინიანი ხელს მოაწერს ამ ხელშეკრულებას, რომც გადააყენონ ის,  ამის შემდეგ აპირებს  სომხეთი ომი გააგრძელოს აზერბაიჯანთან,  თუ როგორ იქნება საქმე?  ვფიქრობ,  რომ ფაშინიანი ხელს მოაწერს ამ ხელშეკრულებას. ხოლო სომხურმა საზოგადოებამ კარგად უნდა დაინახოს, რომ როგორც 100 წლის წინ,  რუსეთმა ისევ მიატოვა სომხეთი.   

მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის ისტორიული პროცესის დასასრული და სომხეთისთვის  სხვა რეალობა დაიწყება. მგონია და დარწმუნებული ვარ, რომ  საქართველომ ამ კონფიგურაციაში შეიძლება სულ სხვა როლი შეასრულოს სომხეთისთვის,  რომ მან რეგიონში თავი მარტო არ იგრძნოს.  ასე რომ, სომხეთი,  აზერბაიჯანი,  საქართველო, თურქეთი,  უკრაინა, რომელიც  იმარჯვებს - რეგიონში სულ სხვა პოლიტიკური შესაძლებლობა იქმნება. სომეხ მოსახლეობასაც მოუწევს ამის გააზრება“, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ. 

სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების პარალელურად ერევანში სამოქალაქო მღელვარებაა, რომლის მოთხოვნაა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომაა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები