ნიკა სიმონიშვილი - სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი ვერ იწვევს ნდობას

სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი ვერ იწვევს ნდობას, რადგან ამ  ჯგუფის დაკომპლექტების ბედი მთლიანად პარლამენტის თავმჯდომარის ხელშია, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი აცხადებს. 

მისი თქმით, კომისიას არ აქვს არასასურველი კანდიდატების პროცესიდან გაცხრილვის შესაძლებლობა. 

"ის პროცედურები და  გარემო, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობს, სამწუხაროდ,  არ უზრუნველყოფს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას, შესაბამისად, ვერც სახალხო დამცველი შერჩევის შესაძლებლობას. 

ეს პროცესი, სამწუხაროდ, ვერ აჩენს ნდობის განცდას. იქედან გამომდინარე,  რომ ამ  ჯგუფის დაკომპლექტების ბედი მთლიანად პარლამენტის თავმჯდომარის ხელშია. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკაშირებით სერიოზული საკითხია, რომ ის არის არა გადაწყვეტილების მიმღები, არამედ ქულების, ნიშნების დამწერი, რაც გამორიცხავს ფილტრის შესაძლებლობას, რომ მხოლოდ კარგი კანდიდატები იყოს საბოლოოდ წარდგენილი“, - განაცხადა სიმონიშვილმა. 

სახალხო დამცველის კანდიდატებს 9-კაციანი კომისია შეაფასებს. 

კომისიის შემადგენლობას პარლამენტის თავმჯდომარე  დააკომპლექტებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები