სატრანსპორტო საშუალების მართვის დარღვევებზე საკანონმდებლო რეგულაციები მკაცრდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა.

სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება თუ სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,3 პრომილეზე მეტია და არ აღემატება 0,7 პრომილეს. პასუხისმგებლობა დაეკისრება ასევე იმ პირს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებას თავს აარიდებს. 
 
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, პასუხისმგებლობა დაწესდება ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური აღემატება დადგენილ ნორმებს. აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განისაზღვრება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.

"შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის,  ხმოვანი სიგნალის, სპეციალური ხმამაღლა მოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება,  ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო ამ ქმედების განმეორებით ჩადენისთვის დაწესდება 2 500 ლარის ოდენობით ჯარიმა“, - განაცადა ალექსანდრე დარახველიძემ.
 
ცალკე სამართალდარღვევად ჩამოყალიბდა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სხვისი მართვის მოწმობით სარგებლობის მიზნით პოლიციის უფლებამოსილი პირისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით.
 
იზრდება სანქცია არარეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, ასევე, სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, სხვა სატრანსპორტო საშუალების ან შენიღბული ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის. დასჯადი იქნება იმ სპორტული დანიშნულების ავტომობილის მართვა, რომლის ტექნიკური პასპორტიც (რეგისტრაცია) გაუქმებულია.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება. აღნიშნული გამოიწვევს მართვის უფლების შეჩერებას 3 წლის ვადით, ხოლო მართვის უფლების არმქონე პირისთვის − დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, 150 ლარის ნაცვლად გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
 
შესაბამისად, იზრდება სანქცია თუ სიჩქარის გადაჭარბებას მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა, რაც 300 ლარის ნაცვლად გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ხოლო თუ სიჩქარის გადაჭარბებას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად იქნება 600 ლარი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები