არასამთავრობოები - შემაშფოთებელია ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან უფლებადაცვითი ორგანიზაციების შევიწროება

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. 

"ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით ბოლო პერიოდში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან მედია თავდასხმის ფაქტებს. შემაშფოთებელია, მათ შორის მმართველი პარტიის წევრების მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის კომენტარები არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლებთან დაკავშირებით. აღნიშნულ განცხადებებში მათ ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობა. აღნიშნული ბრალდებები მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის მადისკრედიტირებელი ეფექტი აქვს, ასევე საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სამოქალაქო და უფლებადაცვით ორგანიზაციებისთვის უსაფრთხო გარემოს არსებობას.

13 სექტემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ “პოლიტიკურ პარტიებად” ჩამოყალიბდნენ და ისინი პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში ვერ ჩაერთვებიან. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლების მაღალჩინოსნები კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ავიწროებენ, მათ შორის „პოლიტიკურ პარტიებად“ მოიხსენებენ, ცილს სწამებენ მათ და მათთან დიალოგის ფორმატს წყვეტენ.

შემაშფოთებელია ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე მსგავსი ხასიათის თავდასხმები. ამგვარი განცხადებები შეიძლება მივიჩნიოთ როგორც ადრეული სიგნალი და საფრთხე ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების თავისუფალ გარემოში საქმიანობისთვის. აუცილებელია პარალელების გავლება და სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაც, როდესაც გარკვეული სოციალური ან პოლიტიკური ჯგუფების ან საზოგადოებრივი ორგანიზაციების „მიზანში ამოღება“ ავტორიტარული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი. ასეთ რეჟიმებში ბოლო პერიოდის ტრენდს წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, განსაკუთრებით უფლებადაცვით და დემოკრატიზაციის ხელშემწყობ ორგანიზაციებზე თავდასხმები, მათი ფინანსური ბრუნვის კონტროლი და „უცხოურ აგენტებად“ გამოცხადება. მსგავსი ტრენდი შეინიშნება რუსეთში, აზერბაიჯანში, უნგრეთში და არამხოლოდ.

საქართველოს ხელისუფლებას სხვადასხვა საერთაშორისო შეთანხმებების მიხედვით ნაკისრი აქვს ვალდებულება, ხელი შეუწყოს ქვეყანაში მოქმედ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და მათ პოზიტიურ როლს ადამიანის უფლებების დაცვასა და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობაში(1). მნიშვნელოვანია, რომ  ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ პოლიტიკური და სოციალური საკითხების გარშემო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან ამგვარი მტრული დამოკიდებულება კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ სამოქალაქო და საჯარო სექტორს შორის დიალოგს კიდევ უფრო აფერხებს, რაც თავის მხრივ მეტად უზღუდავს სივრცეს სამოქალაქო საზოგადოებას.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოვითხოვთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა:

შეწყვიტონ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმები და მათი შევიწროება გააძლიერონ სამოქალაქო სექტორის, მათ შორის მისი კრიტიკულად განწყობილი ნაწილის მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და აწარმოონ მათთან ჯანსაღი დისკუსია და დიალოგი.

უზრუნველყონ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების და უფლებადამცველების საქმიანობისთვის უსაფრთხო და თავისუფალი გარემოს არსებობა, რაც გამოიხატება მათთვის საჯარო მხარდაჭერის გამოცხადებით, ასევე მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები