პროექტი "აფხაზეთის ონლაინ საკვირაო სკოლა“ აშშ-ის საელჩოს კონკურსის ორგზის გამარჯვებულია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტმა „აფხაზეთის ონლაინ საკვირაო სკოლა“ საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ გამოცხადებული კულტურული და საგანმანათლებლო მცირე გრანტების პროგრამის შესარჩევ კონკურსში 2022-2023 სასწავლო წლისთვის უკვე მეორედ გაიმარჯვა.

პროექტის ფარგლებში, აფხაზეთის საჯარო/საშუალო სკოლების მოსწავლეებს კვლავ მიეცემათ შესაძლებლობა განსხვავებული, არაფორმალური მეთოდებით შეისწავლონ სამი საგნობრივი მიმართულება - ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და ხელოვნების ისტორია. 

ცოდნის გაღრმავებასთან ერთად მოსწავლეები დაეუფლებიან კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და აზრთა გაზიარების უნარ-ჩვევებს ინტერაქტიული, თამაშით სწავლების და ანალიზის მეთოდების გამოყენებით. 

პროექტის „აფხაზეთის ონლაინ საკვირაო სკოლა“ მიზანია აფხაზეთის საჯარო/საშუალო სკოლების მოსწავლეთა ზოგადი განათლების ამაღლებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები