პატრიარქი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავძლიოთ ეს მძიმე მდგომარეობა, რომელშიც კაცობრიობა აღმოჩნდა

ათონის მთა არის სულიერი ცენტრი, ამიტომ თქვენი ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია. ჩვენ მადლობელი ვართ, რომ თქვენ ყურადღებას აქცევთ ჩვენს ცხოვრებას, - ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ეფრემს საპატრიარქოში სტუმრობისას.

უწმინდესის თქმით, იგი მოხარულია, რომ შედგა არქიმანდრიტ ეფრემისა და ათონის მთის დელეგაციის წევრების ვიზიტი საქართველოში.

"ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავძლიოთ ეს მძიმე მდგომარეობა, რომელშიც კაცობრიობა აღმოჩნდა.

ათონის მთა არის სულიერი ცენტრი, ამიტომ თქვენი ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია. ჩვენ მადლობელი ვართ, რომ თქვენ ყურადღებას აქცევთ ჩვენს ცხოვრებას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სამონასტრო ცხოვრება გაძლიერდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვაღწევთ იმას, რაც გვინდა, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია დავკმაყოფილდეთ იმით, რაც გაკეთდა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალზე, ჩვენს სულიერ ცხოვრებაზე“, - განაცხადა პატრიარქმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები