კიკეთში მომხდარ მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

შსს-ს ინფორმაციით, კიკეთში მომხდარ მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია. 

სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა.

თვითმხილველების ინფორმაციით, სროლას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები