სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, ლანკასტერის სასახლეში, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში,  ლანკასტერის სასახლეში, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და  სამეფო ოჯახსა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობა გამოუცხადა.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს შემიძლია ჩემი და ქართველი ხალხის სახელით,  გამოვხატო სამძიმარი მისი უდიდებულესობის, დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო. 

ეს ისტორიის ის გვერდია, რომელიც იხურება, ისტორიის დიდი გვერდი, რომელიც მან ძალიან ცოცხალი გახადა და რომელიც ჩვენ ყველას გვემახსოვრება.

ვფიქრობ, რომ ბრიტანელი და თანამეგობრობის სამეფოების ხალხს შეუძლია იამაყოს, რომ ჰყავდათ მისი უდიდებულესობის მსგავსი დედოფალი", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები