ზელენსკი - ოკუპანტებს ისევ დაავიწყდათ რა არის ატომური ელექტროსადგური, მსოფლიომ უნდა შეაჩეროს რუსეთი, სანამ გვიან არ არის

რუსეთი სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის დაბომბვით საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს. მსოფლიო საზოგადოებამ უნდა შეაჩეროს რუსეთის ფედერაცია, სანამ გვიან არ არის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.

მისი თქმით, ღამით რუსული რაკეტა სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურიდან 300 მეტრში ჩამოვარდა, შედეგად ელექტროენერგიის ხანმოკლე გათიშვა მოხდა.

"ოკუპანტებს ისევ დაავიწყდათ რა არის ატომური ელექტროსადგური. რუსეთი საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს.  უნდა შეაჩერონ, სანამ გვიან არ არის", - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ღამით, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს სამხრეთ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე. ერთ-ერთი რაკეტა ბირთვული რეაქტორებიდან 300 მეტრში ჩამოვარდა.

"დარტყმის ტალღამ დააზიანა ატომური ელექტროსადგურის შენობა, ჩაამსხვრია 100-ზე მეტი ფანჯარა. გამოირთო ალექსანდროვსკის ჰიდროელექტროსადგურის ერთ-ერთი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც სამხრეთ უკრაინის ენერგოკომპლექსის ნაწილია, ასევე სამი მაღალი ძაბვის ელექტროგადაცემი ხაზიც გაითიშა“, - აღნიშნულია "ენერგოატომის" ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები