შალვა ნათელაშვილი - მოვუწოდებ სუს-ის თანამშრომლებს, დატოვეთ ეს სამარცხვინო სტრუქტურა ერთ თვეში

მოვუწოდებ სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებს,   დაწერეთ განცხადებები და დატოვეთ ეს სამარცხვინო სტრუქტურა ერთ თვეში, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.  

მისი თქმით, სუს-ის დაშაულებრივი საქმიანობა ქვეყნის უსაფრთოების დაცვის ნაცვლად ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული. 

"დღეს, ალბათ, აღარავინ დავობს იმაზე,  რომ ოლიგარქ ივანიშვილის დანაშაულებრივი სიძლიერე, მისი ორგანიზებული კრიმინალური სტრუქტურები, მისი ხელისუფლება დგას სახელმწიფო უშიშროების სამსახურზე, რომელიც არის ივანიშვილის პირადი უშიშროება და არც ერთ შემთხვევაში,  სახელმწიფოს უსაფრთოება. 

არჩევნების გაყალბება, ბიზნესის "გაპარსვა" და კონტროლი, ხელისუფლების ყველა შტოს თვალთალი და ზედამხედველობა, საკადრო პოლიტიკა, დევნა, რეპრესიები, სულში შეძრომა,  ხელების ფათური, ოკუპანტთან თანამშრომლობა, საქართველოს ტერიტორიის გადაქცევა ირანის,  სირიის, რუსეთის აგრესიული მიზნების განსახორციელებელ სივრცედ, ყველაფერს ამას აკეთებს, საუბედუროდ, სახელმწიფო უშიშროების ე.წ. სამსახური. ხელისუფლების შეცვლისთანავე ეს სტრუქტურა იქნება გაუქმებული. 

მანამდე მოვუწოდებ სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებს,  დაწერეთ განცხადებები და დატოვეთ ეს სამარცხვინო სტრუქტურა ერთ თვეში, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა თქვენგანის მიმართ ევროპასა და ამერიკაში დაწესდება სავიზო, დიპლომატიური და საფინანსო სანქციები“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები