2022 წელს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 80 მლნ ლარით იზრდება

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს განახლებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ეკონომიკური პარამეტრები გააცნო და აღნიშნა, რომ დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8.5%-მდე გაიზარდა.

ასევე განახლდა ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელიც და მისი მოცულობა თავდაპირველად დაგეგმილი 64,8 მლრდ. ლარის ნაცვლად 72,2 მლრდ. ლარის ოდენობით განისაზღვრა.

მისივე ინფორმაციით, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 489,7 მლნ ლარით იზრდება და 19 852,3 მლნ ლარს შეადგენს.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, გაზრდილი საბიუჯეტო შემოსულობების შემდეგ, მთავრობამ ორი მთავარი პრიორიტეტი განსაზღვრა, რომელიც საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებას და ნაკლები საგარეო ვალის აღებას ითვალისწინებს.

შესაბამისად, მიმდინარე წელს, სახელმწიფო 710 მლნ ლარით ნაკლებ ვალს აიღებს, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა კი, მშპ-ს 4.4%-დან 3.2%-მდე მცირდება. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მიმართულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტში შემოსული დამატებითი თანხები იმ საჭიროებების მიხედვით გადანაწილდა, რაც სახელმწიფო უწყებებმა მოითხოვეს.

თანხები სამინისტროების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 210 მლნ. ლარით გაიზრდება. 150 მლნ. ლარი ემატება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 80 მლნ. ლარით გაეზრდება დაფინანსება. 70 მლნ. ლარით იზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 43 მლნ. ლარით გაიზრდება.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისა და ლოჯისტიკური ხარჯების შეუფერხებელი დაფინანსებისთვის, 2022 წელს თავდაცვის სამინისტროს დამატებით 80 მლნ. ლარი გამოეყოფა. გაზრდილი დაფინანსების ნაწილი ასევე შეიარაღების კუთხითაც მიიმართება.

სხდომაზე კომიტეტის წევრმა ალექსანდრე ელისაშვილმა თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხების ოდენობა არასაკმარისად მიიჩნია და აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც რეგიონში, მეზობელ სახელმწიფოებს შორის საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და გაზრდილია უსაფრთხოების გამოწვევები, სახელმწიფომ თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით, უფრო მეტი თანხები უნდა გამოყოს.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა თავისი დამოკიდებულება საკითხის კენჭისყრის დროსაც დააფიქსირა და სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფოში დამატებითი შემოსავლები ჩნდება, რაც ქვეყნის საჭიროებებზე ნაწილდება.

მისივე შეფასებით, მისასალმებელია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდილი შემოსავლების ნაწილი თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების გაზრდას ხმარდება.

"თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისთვის ქვეყანას მეტი თანხები სჭირდება, მაგრამ ამ ეტაპზე უწყება დამატებით დაფინანსდება იმ თანხებით, რის შესაძლებლობასაც არსებული სახელმწიფო ბიუჯეტი იძლევა“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კომიტეტის სხდომაზე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ნიკო თათულაშვილმა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების შესახებ“ საქართველოს სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში წარადგინა.
მომხსენებელმა თავდაცვის სამინისტროს შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების, რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის მიზნით საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრა.

კომიტეტის წევრის რატი იონათამიშვილის შეფასებით, პარლამენტმა მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო და პირველად ხდება, რომ მთავრობა საპარლამენტო კომიტეტებს შშმ პირთა უფლებების შესახებ შესაბამის ანგარიშს აბარებს.

კომიტეტის წევრებმა პრემიერ-მინისტრის მრჩეველის ინფორმაცია ცნობად მიიღეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები