მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი მინისტრის საათის ფორმატში თეა წულუკიანს, ინტერპელაციის ფორმატში - ზურაბ აზარაშვილს მოუსმენს

პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში, მინისტრის საათის ფორმატში, ვიცე-პრემიერს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანს მოუსმენს.

ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარასკევს, ინტერპელაციის წესით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის მოსმენა გაიმართება.

"ინტერპელაციის წესით გაგზავნილია კითხვები ოთხ ადრესატთან, კერძოდ, პრემიერ-მინისტრთან, განათლების მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტთან და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთან. მიმდინარე კვირას იმართება გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და განათლების მინისტრი. შესაბამისად, ობიექტური მიზეზიდან გამომდინარე, ისინი ვერ შეძლებენ პარასკევს მოსვლას. ამიტომ ინტერპელაცია გადაიწევს ნოემბრის ბოლო სასესიო კვირის პარასკევს -18 ნოემბერს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები