აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლა სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს საგრანტო პროექტის ორგზის გამარჯვებულია

სენაკში, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლას საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს მესამე მდივანი ზუზანა პალოსოვა ეწვია. 

სტუმარმა  დაათვალიერა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი, რომელიც სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს საგრანტო პროექტის ფარგლებში 2021 წელს გარემონტდა.

დღესვე, აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლას და სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს შორის ხელი მოეწერა ახალ ხელშეკრულებას, რომელიც სპორტულ დარბაზში საშხაპეების და გასახდელების მოწყობას ითვალისწინებს. 

პროექტმა საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ სლოვაკეთის ოფიციალური დახმარების (SLOVAKAID) ფარგლებში გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.  

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები